GE
Smart Academy სმარტ აკადემია თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მაღალი ხარისხის სასწავლო კურსებს, ვორქშოფებს, მასტერკლასებსა თუ საჯარო ლექციებს სთავაზობს დაინტერესებულ აუდიტორიას. ის ფოკუსირებულია სწავლების მაღალი ხარისხის შეთავაზებაზე. სმარტ აკადემიის ლექტორები გამოირჩევიან როგორც ღრმა თეორიული ცოდნით, ასევე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით. ისინი მზად არიან ეს ცოდნა ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიარონ. სმარტ აკადემიაში შექმნილი გარემო და სწავლების სტილი მოგცემთ საშუალებას პრაქტიკაში გამოიყენოთ მიღებული ცოდნა, რომელიც თქვენი პროფესონალად ჩამოყალიბების წინაპირობა იქნება. ჩვენი კურსები გათვლილია როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება სურს. სწორედ ამიტომ, პროფესიული კურსების უმეტესობა დაყოფილია დონეებად: დამწყები და პროფესიონალური. ყოველი კურსის დასრულების შემდეგ კი არის გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ხდება ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემა. სმარტ აკადემია მუდმივად ზრუნავს პარტნიორი კომპანიების ზრდაზე, რაც თავის მხრივ ზრდის სმარტ აკადემიელების სტაჟირების თუ დასაქმების შესაძლებლობებს.