სსიპ თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი - იკაროსი
სამოყვარულო კურსები:
სსიპ თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი “იკაროსი” ლიდერია საქართველოში ტურიზმის განათლების მიწოდებისა და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალების მომზადებაში.
ცენტრი დაარსდა 2007 წელს. ცენტრის მიზანია ტურიზმის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა, ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობით.
ცენტრი დაარსდა 2007 წელს. ცენტრის მიზანია ტურიზმის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა, ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობით.
ცენტრი დაარსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. ჩვენი პარტნიორები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, ტურიზმის ბიზნესში მოღვაწე კომპანიები.
ცენტრში მოქმედებს სამი სახელობო საგანმანათლებლო სერტიფიცირებული პროგრამა:
- სასტუმრო საქმე;
- კულინარული ხელოვნება
- კვებისა და სასმელების სერვისი / სარესტორნო საქმე.
სწავლის ხანგრძლივობა ძირითად პროგრამებზე არის 1 ან 2 წელი. ასევე ვანხორციელებთ სხვადასხავ ტრენინგ კურსებს – დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების/პროფესიული განვითარების კურსები და სამოყვარულო კურსები ფართო საზოგადოებისათვის.
კვალიფიკაციის ამაღლების / პროფესიული განვითარების კურსების – ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროგრამაზე (1-3 თვე).
სამოყვარულო კურსები:
- ევროპული სამზარეულო
- მსოფლიო სამზარეულო
- ქართული სამზარეულო
- კარვინგის ხელოვნება
- ევროპული კონდიტერია
- სერვირების ხელოვნება
- მარტივი და შერეული სასმელების (კოქტეილები) მომზადება.
სასწავლო პროგრამა არის მოდულარული. შესაძლებელია ცალკეული მოდულების შესწავლაც. სასწავლო კურიკულუმის ძირითადი ნაწილი ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობებს. თეორიული სწავლება არის ინოვაციური და დაფუძნებულია ინტერაქტიურ სწავლებაზე. სტუდენტები იღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნასა და ეუფლებიან უნარ-ჩვევებს.
ჩვენი დევიზია – დასავლური სტანდარტების შესაბამისი სწავლება დასავლურ გარემოში.
“იკაროსი” გთავაზობთ:
ჩვენი დევიზია – დასავლური სტანდარტების შესაბამისი სწავლება დასავლურ გარემოში.
“იკაროსი” გთავაზობთ:
- თანამედროვე ევროპული სტანდარტების პროგრამები;
- პროფესიონალების მიერ შექმნილი თანამედროვე ჰაიდლაინები;
- ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლება;
- თანამედროვე და ეფექტური სწავლების მეთოდები;
- სასტუმრო მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამა – Opera;
- სარესტორნო მართვის კომპიუტერული პროგრამა;
- მძლავრი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები და მატერიალურ ტექნიკური ბაზა;
- უმაღლესი კლასის პედაგოგები და პედაგოგ-ინსტრუქტორები (სასტუმროებიდან “მარიოტი თბილისი”, “ქორთიარდ მარიოტი” და ‘რედისონი”)
- უცხოელი ლექტორები და შეფ-მზარეულები;
- მასტერ კლასები;
- შუალედური ტესტირებები და პრაქტიკული ჩვენებები;
- სემესტრული გამოცდები დამამთავრებელ მოდულებში;
- “შოუ რუმები” და “სამზარეულო შოუები”;
- კულინართა და ბარმენთა კონკურსები და შეჯიბრებები;
- საერთაშორისო გამოფენებში, კონკურსებსა და სემინარებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა;
- ხარისხის უზრუნველყოფისა და მართვის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია სტუდენტთა ყოველთვიურ გამოკითხვებზე. სისტემა მოქმედებს შვეიცარიის ტურიზმისა და სტუმართმიღების სკოლის რეკომენდაციებითა და სქემით;
- დამატებითი / არჩევითი მოდულები;
- საწარმოო პრაქტიკა 3 ან 6 თვე საქართველოს 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებსა და ფეშენებელურ რესტორნებში;
- წარჩინებული სტუდენტებისათვის საწარმოო პრაქტიკა უცხოეთში, საბერძნეთის 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში;
- საკვალიფიკაციო გამოცდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის მინიჭებით.
ჩვენი კურსდამთავრებულების კვალიფიკაცია აღიარებულია მძლავრი სარესტორნო კომპანიებისა და ისეთი სასტუმრო ბრენდების მიერ, როგორიცაა სასტუმროები “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “შერატონ მეტეხი პალასი” და “რედისონ სას ივერია”. ცენტრი თანამშრომლობს 150-მდე კვებისა და სასმელების ობიექტთან და სასტუმროებთან.
საერთაშორისო პროექტები:
ცენტრი 2007 – 2009 წლებში მონაწილეობდა რიგ საერთაშორსო პროექტებში: ევრაზიის პროექტი (გრანტი სასწავლო პროგრამების შექმნაზე), ბრიტანეთის საბჭოს პროექტი (ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შექმნა სტუდენტებისათვის, მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსში), ბრიტანეთის საბჭოს გრანტი, რომელიც სასწავლებელმა მოიგო კონკურსის საფუძველზე – Skills&Work აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროფესიული განათლების ხელშეწყობა. გრანტის ფარგლებში ცენტრის რამოდენიმე პედაგოგმა და ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გაიარა ტრეინინგი შოტლანდიასა და ინგლისში. 2009 წლის ოქტომბერში 6 წარჩინებული სტუდენტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 1 თვით მიემგზავრება შოტლანდიაში.
ცენტრი თანამშრომლობს ჰოლანდიურ ორგანიზაციასთან ექსპერტები ნიდერლანდებიდან (PUM), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროფესიული განათლების განვითარების პროექტთან (VEP), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების (iesc პროექტთან, ევროპის საგანმანათლებლო ფონდთან (ETF), გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციასთან (DVV International), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM), საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროსთან, ესტონეთის განათლების სამინისტროსთან, შვეიცარიის ტურიზმისა და სტუმართმიღების სკოლასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
“იკაროსი” დღეს:

- დასაქმებული და წარმატებული კურსდამთავრებულები;
- დასაქმების საუკეთესო სტატისტიკა საქართველოში;
- მაღალანაზღაურებადი გარანტირებული სამუშაო ადგილები;
- გადახდის მოქნილი ფორმა;
- იაფი სწავლება (3 - 4 თვის ხელფასით აანაზღაურებთ სწავლის საფასურს)
სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი სერვისები:
- თბილი, მეგობრული გარემო;
- მყუდრო რესტორანი და ბარი;
- ავტობუსითა და მინი ვენით მომსახურება;
- ექსკურსიები და გასვლითი ღონისძიებები;
- უფასო ფორმები და სასწავლო მასალები;
- მონაწილეობა კომერციულ პროექტებში.
“იკაროსი” – ს მომსახურება:
ცენტრი იღებს შეკვეთებს ბანკეტების, ფურშეტებისა და ღონისძიებების ორგანიზებაზე. გვაქვს კეტერინგით მომსახურება. ჩვენი დამკვეთები და პარტნიორები არიან საქართველოში მოქმედი საელჩოები, საერთაშორისო და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და სხვ.
ჩვენი მომსახურების ხარისხი არის მაღალი, ხოლო ფასები ხელმისაწვდომი.
გახდი “იკაროსი” – ს სტუდენტი და მოიპოვე მაღალანაზღაურებადი სამუშაო როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში.
“იკაროსი” გაძლევს შანსს იცხოვრო და მიხვდე რომ სამყარო შენია.