თბილისის უნივერსიტეტი
2006 წლიდან ”თბილისის უნივერსიტეტი” არის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი. უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით თბილისის უნივერსიტეტში მოქმედებს სამსაფეხურიანი საუნივერსიტეტო განათლების სისტემა: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. საფეხურების შესაბამისად შემუშავებულია სათანადო საგანმანათლებლო პროგრამები და დანერგილია სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდი.
თბილისის უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება უმაღლესი განათლების პროგრამების რეალიზებას შემდეგი ძირითადი სპეციალობების მიხედვით:
შპს ”თბილისის უნივერსიტეტი” დაარსდა 1994 წელს. დაარსების დღიდან უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით ჯანგულაშვილი.
2006 წლიდან ”თბილისის უნივერსიტეტი” არის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი. უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით თბილისის უნივერსიტეტში მოქმედებს სამსაფეხურიანი საუნივერსიტეტო განათლების სისტემა: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. საფეხურების შესაბამისად შემუშავებულია სათანადო საგანმანათლებლო პროგრამები და დანერგილია სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდი.
თბილისის უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება უმაღლესი განათლების პროგრამების რეალიზებას შემდეგი ძირითადი სპეციალობების მიხედვით:
- სამართალმცოდნეობა;
- საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე;
- ინგლისური ენა და ლიტერატურა
თბილისის უნივერსიტეტი 2001 წლიდან სასწავლო დაწესებულებათა საერთაშორისო ასოციაციის წევრია, გაფორმდა ხელშეკრულებები უკრაინის შრომისა და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიებთან, პოლონეთის უმაღლეს ჰუმანიტარულ სკოლასთან, ესტონეთის სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო უნივერსიტეტთან, და რიგი სხვა ქვეყნების შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებთან.
ერთობლივ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია თანამშრომლობის მრავალმხრივი ფორმები:
ერთობლივ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია თანამშრომლობის მრავალმხრივი ფორმები:
- სასწავლო გეგმების, პროგრამების, სასწავლო - მეთოდური ლიტერატურის გაცვლა, მათი ერთობლივი დამუშავება პედაგოგთა გაცვლა ლექციების კურსის წასაკითხად სხვადასხვა დისციპლინაში წინასწარ შეთანხმებული გეგმების შესაბამისად და სხვა
- მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფების გაცვლა როგორც სწავლების, ასევე, ქართველი, პოლონელი, ესტონელი, უკრაინელი და სხვა ხალხების ისტორიის, კულტურის, ტრადიციების შესწავლისა და ურთიერთგაცნობის მიზნით;
- სემინარების ჩატარება ორმხრივ საინტერესო თემებზე არამხოლოდ სასწავლო, არამედ ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში. ურთიერთდახმარების აღმოჩენა ბიბლიოთეკების სასწავლო მეთოდური და სამეცნიერო ლიტერატურით დაკომპლექტებისათვის და ა. შ.