GE
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტი (ISET)
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში

აისეტის მიზანი პროფესიონალი ეკონომიკური კადრების, ეკონომიკის მაგისტრების გაზრდაა. ISET-ში ეკონომიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ისწავლება. სტუდენტები სწავლობენ ანალიტიკური კუთხით გადაწყვეტილების მიღებას მონაცემების, მათემატიკური და მოდელირების ხერხების გამოყენებით.

სკოლის სტუდენტებს, ხარისხის მოპოვების შემდეგ, თავისუფლად შეუძლიათ დასაქმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო და კერძო სექტორში, ასევე კვლევით დაწესებულებებში. შესაძლებელია სწავლის გაგრძელება დოქტორანტურაში საზღვარგარეთ.

აისეტის ლექტორები მხოლოდ მოწვეული, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები არიან.
 
სკოლა განლაგებულია ახლად გარემონტებულ შვიდსართულიან შენობაში მისამართზე ზანდუკელის ქ. #16. აქ დასავლური სტანდარტების შესაბამისი სწავლება დასავლური ყაიდის გარემოში მიმდინარეობს. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ელექტრონული და სამხრეთ კავკასიაში საუკეთესო მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბარატორიები, სამუშაო და დასასვენებელი ოთახები, სხვა თანამედროვე და დასავლური სტანდარტების შესაბამისი პირობები.

დღეისათვის დონორი ორგანიზაციების ფინანსების წყალობით სტუდენტების 80% უფასოდ სწავლობს, უფრო მეტიც – რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს უზრუნველყოფილნი არიან ბინებით; სტუდენტები იღებენ სტიპენდიებს 100 აშშ დოლარის ოდენობით.

აისეტი ატარებს უფასო მოსამზადებელი კურსებს ინგლისურსა და მათემატიკაში იმ სტუდენტებისთვის რომლებიც დაინტერესებული არიან სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაში.