GE
უცხო ენების სასწავლო ცენტრი - Oxford House

ჩვენს შესახებ:
დღესდღეობით Oxford House საქართველოში მოქმედი უცხო ენების სასწავლო ცენტრებიდან ერთერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. მისი მიზანია საერთაშორისო გამოცდილებასა და პროგრამებზე დაყრდნობით დაეხმაროს მსმენელებს ინგლისური ენის სრულყოფასა და ენობრივი ბარიერის გადალახვაში. 2008 წლიდან დღემდე ცენტრი სერვისს ასობით მოსწავლეს, სტუდენტსა თუ ზრდასრულ ადამიანს დიდი სიფრთხილითა და  მაქსიმალური პროფესიონალიზმით სთავაზობს.

Oxford House-ს აბსოლუტურად ყველა პირობა გააჩნია სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, რაც კომპანიის წარმატების უპირობო მიზეზს წარმოადგენს.

ჩვენთან სწავლის უპირატესობები:
  • მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი პედაგოგები
  • მსმენელთა მოთხოვნაზე მაქსიმალურად ორიენტირებული სასწავლო პროგრამები
  • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე
  • ინტერაქტიური გაკვეთილები
  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი
  • ადმინისტრაციის მხრიდან სწავლების პროცესის მუდმივი მონიტორინგი.
პროგრამების შესახებ:
ცენტრს გააჩნია 7 კატეგორიის პროგრამა:
  1. ზოგადი ინგლისური (მოიცავს 6 საფეხურს; New English File პროგრამა)
  2. სასაუბრო ინგლისური (ეფუძნება BBC-ის სასწავლო  პროგრამას)
  3. აბიტურიენტების მოსამზადებული პროგრამა
  4. საერთაშორისო სერტიფიკატებისათვის (FCE; TOEFL/IELTS) მოსამზადებელი კურსები
  5. საბავშვო ინგლისური
  6. სამედიცინო ინგლისური
  7. ბიზნეს ინგლისური.
Oxford House ნიშნავს ისწავლო პროფესიონალებთან ერთად!

სწავლება მიმდინარეობს უახლესი სახელმძღვანელოებითა და მეთოდებით, როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. გარდა ამისა, ცენტრი კორპორატიულ სერვისს სთავაზობს სხვადასხვა ადგილობრივ  კომპანიას.
საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრებული სერთიფიკატი გაიცემა ნებისმიერი საფეხურის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში.
ორგანიზატორის მიმდინარე პროგრამები