GE
IT აკადემია STEP რა არის IT აკადემია STEP?
IT აკადემია Step არის მსოფლიო ბრენდი - IT განათლების ლიდერი 20 წლის ისტორიით, რომელმაც შეძლო და გაართიანა საკუთარი სტუდენტები ერთ დიდ სტეპერების ოჯახად, რომელშიც თითოეული წევრი ოჯახის მხარდაჭერას და მზრუნველობას მუდმივად გრძნობს არამარტო საქართველოს ფილიალის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით 18 ქვეყნის 83 ფილიალის სახით, დღეს უკვე დასაქმებულია 1000-ზე მეტი ლექტორი, 160 მეთოდისტი, 65 პროგრამისტი, ვინც მუდმივ რეჟიმში მუშაობს ახალი სასწავლო პროგრამების შექმნაზე, არსებული პროგრამების  განახლებაზე, სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე, რომელთა საშუალებით ახალგაზრდები შეიძენენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შემდგომ სასიცოცხლო და კარიერულ უნარჩვევებს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ თავი დაიმკვიდრონ 21-ე საუკუნის კონკურენტულ ტექნოლოგიურ შრომით სივრცეში.

IT აკადემია STEP არის გიგანტი კომპანიების Microsoft-ის, Cisco-ს და Autodesk-ის ერთ–ერთი უმსხვილესი ავტორიზებული სასწავლო ცენტი, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს სტუდენტებს გაიარონ ტესირება და აიღონ მწარმოებლის მიერ ავტორიზირებული საერთაშორისო სერთიფიკატები.

ჩვენთან სასწავლო პროცესი საინტერესო თამაშს ჰგავს, სადაც ყოველი შეძენილი ცოდნა, გადალახული წინააღმდეგობა, გადაჭრილი პრობლემა დამატებით ბონუსებს გვაძლევს, შესრულებული საშინაო დავალებას მეტი ქულები მოაქვს, რაც სტუდენტებს მეტ ინტერესსა და მოტივაციას აძლევს და აზარტულობას მატებს სწავლების პროცესს ნებისმიეს ასაკში.
 
რას ვთავაზობთ?

მცირე IT აკადემია 9-15 წლის ბავშვებისთვის
ჯუნიორ IT აკადემია 15-18  წლის მოზარდებისთვის
პროფესიული განათლება 18+ მოზრდილებისთვის
ონლაინ აკადემია 14+ წლის მოზრდილებისთვის
 
ადრეული ასაკიდან, სკოლის პარალელურად პროფესიის დაუფლება მოზარდს არათუ ხელს შეუშლის განვითარებაში, არამედ პირიქით შეიტანს მათ ცხოვრებაში სისიკეთო ცვლილებებს, IT აკადემია STEP სტეპერებთან ერთად განუვითარებს მათ ყველა საჭირო პროფესიულ უნარ-ჩვევებს, დაეხმარება მათ მომავლის პროფესიების დაუფლებაში, რომელიც გამოადგებათ ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა გადაწყვიტონ მომავალში კარიერული ზრდა-განვითარება.