GE
მომსახურების ინდუსტრიის აკადემია SIA
Service Industry Academy (SIA) – მომსახურების ინდუსტრიის აკადემია დაარსდა 2019 წელს და მისი მიზანია ერთის მხრივ მომსახურების სფეროში დასაქმებული ან/და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისა და მეორე მხრივ აღნიშნული სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების ერთმანეთთან დაკავშირება სწავლების საშუალებით. სხვადასხვა სახის ტრენინგისა და მასტერკლასის მეშვეობით კი მიზნად ისახავს მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას და ამის შედეგად სერვისის სტანდარტის ამაღლებას საქართველოში.
 
აკადემიის მიერ შემოთავაზებული ტრენინგები აგებულია საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებაზე, რასაც ჩვენი ტრენერები სხვადასხვა თანამედროვე მეთოდით უზიარებენ აუდიტორიას.
 
აკადემია მსმენელებს სთავაზობს მოქნილ გრაფიკს და მრავალფეროვან სასწავლო კურსებს როგორც კორპორატიული ტრენინგების, ასევე ღია კურსების სახით, რომლით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.