GE
კონსტრუქტ2 სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2 მსურველებს სთავაზობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას - „შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“ და 11 პროფესიული მომზადების პროგრამას სამშენებლო მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს: თეორია და სასწავლო პრაქტიკა და ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკა ბიქეი კონსთრაქშენის მშენებლობებზე. მსმენელს აქვს შესაძლებლობა მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გარემოში პროფესიონალი ინსტრუქტორების ზედამხედველობით გაიღრმავოს. კოლეჯში სწავლა და მის ბაზაზე არსებული საერთო საცხოვრებლით სარგებლობა დაფინანსებუ-ლია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში გრძელდება რეგიონებში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატის გამოყენებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის, ასევე BK Construction-სთვის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან კომპანიის მიზანი საკუთარ პროექტებში პროფესიონალების დასაქმებაა, რასაც ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნება უწყობს ხელს.