GE
მასაჟისტ-რეაბილიტოლოგთა დახელოვნების ცენტრი
მასაჟისტ-რეაბილიტოლოგთა დახელოვნების ცენტრი დაარსდა 2012 წლის 26 ივნისს. ცენტრის ხელმძღვანელი ექიმი ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მანუალური თერაპიისა და ორთოპედიული მასაჟის პედაგოგი თევდორე მოსულიშვილი. ორგანიზაციის მიზანი გახლავთ მასაჟისტის სპეციალობის პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულების გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლება თეორიულ და პრაქტიკულ საქმიანობაში. ცენტრი ასევე თანამშრომლობს თბილისის მასშტაბით რამდენიმე სარეაბილიტაციო ცენტრთან და პერიოდულად ხდება ამ ცენტრის თანამშრომლების გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლება.
 
ცენტრი ასევე ახორციელებს პროგრამას,რომელიც გულისხმობს მასაჟის შესწავლას ნულიდან დამწყებთათვის. ჩვენს ცენტრში ხდება პაციენტების მომსახურებაც და ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულებიც დასაქმებაც.