GE
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგორმა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ჰამლეტ მელაძე; საკონტაქტო ნომერი: 599 57 44 56
 
უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და კომპიუტერული ლაბორატორიებით, რაც, თეორიულ ცოდნასთან ერთად, უზრუნველყოფს სტუდენტისთვის უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების უნარს გამომუშავებას.
 
პროგრამის სპეციფიკა ითვალისწინებს სტუდენტის მიერ მრავალი პრაქტიკული პროექტის განხორციელებას. პროგრამა შედგენილია საინფორმაციო ტექნოლოგიებში თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, რითაც კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობა მაღლდება დასაქმების კუთხით.
 
სასწავლო პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რაც ფუნდამენტური განათლების მიღების საფუძველს იძლევა.
 
პროგრამა სტუდენტს სთავაზობს სიღრმისეულად შეისწავლოს მისთვის სასურველი მიმართულება, კერძოდ, პროგრამა მოიცავს შემდეგ არჩევით მოდულებს:
  • დაპროგრამების ტექნოლოგიები;
  • კომპიუტერული მოდელირება
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნოლოგიები
მიზანი:
საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე, ინფორმატიკის მიმართულებით პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.
 
აღნიშნული სპეციალობით ბაკალავრიატში სწავლების ძირითადი მიზნებია:
  • კომპიუტერული ტექნოლოგების პროფილის ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად ექნებათ თანამედროვე კომპიუტერებისა და უახლესი საინფორმაციოტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავება;
  • მისცეს კურსდამთავრებულებს ისეთი ცოდნა დაუნარ-ჩვევები, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე;
  • კურსდამთავრებულებს გამოუმუშაოს ახალ სიტუაციებში ადაპტაციის უნარი.
სწავლის შედეგები: ცოდნა და გაცნობიერება: ინფორმატიკის საბაკალავრო კურსის შესწავლის შედეგად: ბაკალავრს ათვისებული უნდა ჰქონდეს თანამედროვე კომპიუტერებისა და ქსელების არქიტექტურის, აგრეთვე სისტემური და გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძვლები. გარდა ამისა, ათვისებული უნდაჰქონდეს ინფორმატიკის მათემატიკურისაფუძვლები;  ბაკალავრი უნდა ფლობდეს რეალური სამყაროს მოვლენების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგიების საფუძვლებს დაკონკრეტული ამოცანის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს ამოცანის ამოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული რესურსის გამოყენება;
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს:
  • მონაწილეობის მიღება კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტების განხორციელებაში;
  • კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტისას პროგრამულიინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიური კომპონენტების ეფექტიანად გამოყენება;
  • მონაცემთა ბაზებისა და კომპიუტერული ქსელების ადმინისტრატორის ზოგიერთი მარტივი ფუნქციისშესრულება;
  • მარტივი ამოცანების გადასაწყვეტად ალგორითმების შემუშავება და კომპიუტერზე რეალიზაცია
  • ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებისათვის განკუთვნილი არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მიზნობრივად გამოყენება.
კომუნიკაციის უნარი: სწავლის შედეგად კურსდამთავრებულს უნდა გამოუმუშავდეს: მსჯელობისა და მისგან გამომდინარე დასკვნებისნათლად, ზუსტად და ადრესატისათვის მისაღებიფორმით მიწოდების უნარი, როგორც ზეპირად, ასევეწერილობით;
როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე საჭირო დოკუმენტაციის მომზადების და კომუნიკაციის უნარი;
თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენებისუნარი. 
 
სწავლის უნარი: კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს სწავლის გაგრძელება განათლების მომდევნო საფეხურზე, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების, ასევე სხვამიმართულებით, საქართველოში და საზღვარგარეთ.
 
ღირებულებები: ბაკალავრიატის კურსდამთავრებული შეძლებს: ზნეობრივი და პროფესიული ღირებულებების ფორმირების პროცესში აქტიურ მონაწილეობას და ამღირებულებების დამკვიდრებაში საკუთარი წვლილისშეტანას; პროფესიული ღირებულებების (სიზუსტე, პუნქტუალობა, ობიექტურობა, გამჭვირვალობა, ორგანიზებულობა დასხვა), ეთიკისა და მორალის ნორმების დაცვას.
 
დასკვნის გაკეთების უნარი: კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს: კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისათვის საჭირომონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და ამის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნებისჩამოყალიბება. ამა თუ იმ პრობლემის შესწავლისას წამოჭრილი ამოცანების ანალიზის საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
 
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად.
 
100 ქულის განაწილება იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილზე. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა.
 
საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.

შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს, რომელიც ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
სწავლების პროცესში ძირითადად გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები: ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი; წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობის მეთოდი; წერითი მუშაობის მეთოდი, დისკუსია, -თანამშრომლობითი სწავლება, ჯგუფური პროექტების შესრულება, კომპიუტერის გამოყენებით ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების შესრულება; სასწავლო მასალის მოძიებისათვის, ტრენინგებისათვის და მასწავლებელთან კონტაქტისათვის ინტერნეტის გამოყენება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები