GE
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრმა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მათემატიკის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა - 240 ECTS  კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ივანე წერეთელი; საკონტაქტო ნომერი: 595 34 73 27
  • მათემატიკის პროგრამას ხელმძღვანელობენ და ახორციელებენ ცნობილი სპეციალისტები, მეცნიერებათა დოქტორები, რომელთა სახელები დასამეცნიერო შრომები ფართოდაა ცნობილი შორსჩვენი ქვეყნის ფარგლებს  გარეთ. 
  • მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებსკლასიკური მათემატიკური დარგების საფუძვლების შესწავლას და მათემატიკურთან ერთად სავალდებულო და არჩევითი საგნების სახითჩართულია კურსები ინფორმატიკის, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის თუ სხვა სფეროებიდან.
  • ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან საგანმანათლებლო, საბანკო, საწარმოო და სხვასფეროებში, სახელმწიფო თუ არასამთავრობოსტრუქტურებში და სხვ.
  • ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა ნაწილისწავლას აგრძელებს მათემატიკის ან მონათესავეპროფილის სამაგისტრო პროგრამებზე  როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
მიზანი: პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე მათემატიკის მიმართულებით,პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.
 
აღნიშნული სპეციალობით ბაკალავრიატში სწავლებისძირითადი მიზნებია:
  • მათემატიკის სხვადასხვა დარგის ისეთისპეციალისტების მომზადება, რომლებსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად ექნებათ შეთვისებული პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ისეთგამოყენებით დარგებში მოღვაწეობისას, როგორიცაა ფინანსური მათემატიკა, სტატისტიკა, მათემატიკური მოდელირება და სხვა.
  • მათემატიკის ბაკალავრისთვის აუცილებელი უნარის გამომუშავება კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით.
  • ახალ სიტუაციებში ადაპტაციის უნარის გამომუშავება.
სწავლის შედეგები
 
ცოდნა და გაცნობიერება: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს ექნება აუცილებელი ცოდნა მათემატიკის ძირითად დარგებში, გაცნობიერებული ექნება საერთო სტრუქტურა და მიმართებები მოცემული სფეროს სხვადასხვა ქვედარგებს შორის.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს შეეძლებამისთვის უკვეცნობილი (ან, ახალი) მეთოდების ეფექტურად გამოყენება სხვადასხვა სახის პრაქტიკული ან თეორიული ხასიათის პრობლემების გადაჭრის მიზნით.
 
დასკვნის გაკეთების უნარი: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს შეეძლება შესაბამისი მონაცემების შეგროვებისა და სტანდარტულ (ისევე, როგორც ზოგიერთ არასტანდარტულ) სიტუაციათა ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის გამოტანა.
 
კომუნიკაციის უნარი: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებული შეძლებს წარმატებით ითანამშრომლოს როგორც დარგის სპეციალისტებთან, ასევე, პრობლემისბუნებიდანგამომდინარე _ არასპეციალისტებთან. კომუნიკაციას (წერილობითი, თუ ზეპირი სახით) შეძლებს როგორც მშობლიურ, ასევე ზოგიერთ უცხოენაზე.
 
სწავლის უნარი: საბაკალავრო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შეძლებს სწორად შეაფასოს მისთვის ამ მიმართულებით სწავლის შემდგომი გაგრძელების საჭიროება და ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შეეძლება მაღალი ხარისხით სწავლის გაგრძელება შესაბამისი პროფილით.
 
ღირებულებები: კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ჩამოუყალიბდება პროფესიული პასუხისმგებლობა დაჩამოუყალიბდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეთიკისა და მორალის ნორმები.
 
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს 3 დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა.
 
საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს. პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლის გარეშე ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“ შესაბამისად.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ასევე, შესაძლებელია, მობილობის წესით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2 თებერვლის ბრძანება №10/ნ-ით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ შესაბამისად.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ასევე, შესაძლებელია, შიდა მობილობის წესით. შიდა მობილობის ვადები და პროცედურები დგინდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით და თავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.sangu.edu.ge.
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდებია: სწავლების ინდუქციური და დედუქციური მეთოდები, ახსნა-განმარტებითი მეთოდი, წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობის მეთოდი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები