GE
ფინანსური მენეჯმენტის კურსი
ღირებულება: 380 ლარი
ტრენინგის შესახებ:
ფინანსური მენეჯმენტი ფინანსების მართვას გულისხმობს, რომელიც კორპორატიული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ტრენინგი მიზნად ისახავს იმ პროცესების შესწავლას, რომელიც შედგება ისეთი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული ფუნქციებისაგან, როგორიცაა: ფინანსების დაგეგმვა/შეფასება, რესურსების ოპტიმიზაცია და საფინანსო კონტროლი, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია კომპანიის მფლობელის ქონების მაქსიმიზაციისათვის.
 
აღნიშნული ტრენინგი უზრუნველყოფს ფინანსური გარემოს შეფასებას, რომელშიც კომპანია შეიძლება ოპერირებდეს, აგრეთვე ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ფინანსური შეფასების ხელსაწყოების წარდგენასა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზს.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და ფინანსური უწყისები; საბალანსო უწყისის კომპონენტები, ორმაგი გატარება;
  • საბალანსო უწყისის ფორმულა და მოგება-ზარალის უწყისთან არსებული კავშირი;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა;
  • ცვეთა და ცვეთის ცხრილი, მეთოდები;
  • მოკლე და გრძელვადიანი ვალდებულებები და სესხის ამორტიზაცია;
  • გადავადებული საგადახდო აქტივებისა და ვალდებულებების წარმოშობის მიზეზის დადგენა და ანალიზი;
  • ფულის მოძრაობის კონტროლის სისტემები, უწყისი და მისი მომზადება;
  • საინვესტიციო და საფინანსო ფულის მოძრაობა; საოპერაციო ფულის მოძრაობის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით აღრიცხვა; ფულადი სახსრებოს მოძრაობის ანალიზი;
  • ფირმისა და კაპიტალის მფლობელისათვის დარჩენილი თავისუფალი ფულადი სახსრების გამოთვლა;
  • კომპანიის ფინანსური კოეფიციენტის ანალიზი;
  • ფულის დროში ღირებულების კონცეფცია და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
  • ფინანსური ინსტრუმენტები და სესხები;
  • პროცენტის მრავალჯერადი დარიცხვა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ფინანსური ცხრილების გამოყენება;
  • ფინანსური მოდელის არსი, პრინციპები და სტრატეგია;
  • ფინანსური მოდელის შედგენა და გამოყენების საფუძვლები;
  • კომპანიის ღირებულებას, რისკსა და უკუგაგებას შორის არსებული კავშირის განხილვა;
  • კაპიტალის ბიუჯეტირების ტექნიკა;
ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 25 სექტემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 22 სექტემბერი
 
ტრენერი: ნათია ხელაია
ფინანსურ სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია „ჯი არ დი სი“-ს ფინანსური მენეჯერი. მანამდე იყო სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალი“-ს ფინანსური მენეჯერი. 2014 – 2015 წლებში „შატო მუხრანი-“ს ფინანსური მრჩეველი; 2014 – 2015 წწ. მუშაობდა იარპის სისტემის დანერგვის ტრენერად. ამჟამად არის იმერეთის „გრინერის“ ფინანსური დირექტორი. 2015 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენერი: "ფინანსურ მენეჯმენტში".

ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
 
საბანკო რეკვიზიტები:
ს.ს. „თიბისი“ ბანკი
კოდი: GE52TB7505036080100001
საიდ. კოდი: 229 275 405
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით;
  • ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით;
  • ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები