GE
ტურიზმის, მენეჯმენტის, ფინანსებისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამები
ღირებულება: 1800 ლარი
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (TU) 20 წლიანი გამოცდილებით საგანმანათლებლო სფეროში აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
  • ტურიზმი
  • მენეჯმენტი
  • ფინანსები
  • სამართალი 
ხანგრძლივობა და მიღების წესი ტურიზმის, მენეჯმენტისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამებზე:
 
ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)
მიღების წესი: სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს დიპლომირებულ და მასთან გათანაბრებულ პირს და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, რომელსაც გავლილი აქვს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდები და ჩაბარებული აქვს სასწავლო უნივერსიტეტში მისაღები სამაგისტრო გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში და უცხო ენაში (თუ არ აქვს უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი).
 
მისანიჭებელი კვალიფიკაციები:
  • ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ტურიზმში
  • ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში   
  • ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში
ხანგრძლივობა და მიღების წესი სამართლის  სამაგისტრო პროგრამაზე:
ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)
მიღების წესი: გამოცდის ჩაბარება კომისიური წესით სპეციალობაში და ტესტირება ინგლისურ ენაში – ტესტის ტიპი - C (ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი ევროპაში და/ან აშშ-ში).
 
სამართლის  სამაგისტრო  პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა:
  • კერძო, საჯარო ან სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართალმცოდნეობის სფეროში;
  • ეროვნული და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი (Master of Law) 
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება თსაუ-ის რექტორის სახელზე;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო მოწმობის ასლი;
  • უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში).
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებენ კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები.
 
სწავლის საფასური: 1800 ლარი
 
რატომ TU?
  • გაცვლითი პროგრამები დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში;
  • მრავალფეროვანი, აქტიური, შემოქმედებითი სტუდენტური ცხოვრება;
  • თანამედროვე, დასავლური ტიპის განათლება;
  • სტუდენტური დასაქმებისა და ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი, სხვადასხვა სასერტიფიკატო და ტრენინგ პროგრამები;
  • სტუდენტური კვლევების ცენტრი;
  • პრაქტიკული გამოცდილების მქონე ლექტორები;
  • სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებისთვის უფასო მოსამზადებელი კურსი;
  • სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ყოველთვიურად, ასევე, ოთხ ეტაპად;
  • წარმატებული სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას;
  • უნივერსიტეტს აქვს საკუთარი შენობა ქალაქის ცენტრში: ეგ. ნინოშვილის ქ. 55 (მეტროსადგურებ „ვაგზლის მოედანსა“ და „მარჯანიშვილთან“ ახლოს);
  • თითოეული აკადემიური ჯგუფისთვის გათვალისწინებულია უფასო ექსკურსიები;
  • უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, იმიტირებული სასამართლო დარბაზი და ახალი ამბების სტუდია;
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები