GE
ბუღალტერიის შემსწავლელი სრული კურსი შემდგომი სტაჟრებით
ბიდისი აკადემია გთავაზობთ ბუღალტერიის შემსწავლელ სრულ კურსს შემდგომი სტაჟირებით, გორსა და თბილისში.
 
კომპიუტერული პროგრამაორისი შეისწავლება უფასოდ.
 
პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომელთაც სურთ აწარმოონ ნებისმიერი საწარმოს საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართონ საგადასახადო
აღრიცხვიანობა. თქვენ შეისწავლით საბუღალტრო აღრიცხვასა და პრაქტიკულ ბუღალტერიას .
 
პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ:
  • დამოუკიდებლად იმუშაოთ ნებისმიერ საწარმოში ბუღალტრად,
  • აწარმოოთ საბუღალტრო დოკუმენტაცია და ფინანსური ანგარიშგება,
  • დეკლარაციების შევსება,
  • საშემოსავლო, ქონების, დღგ-ს გადასახადების გაანგარიშება,
  • მოგება-ზარალის ბალანსის შედგენა.
ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შემდგომ დასაქმებაში. ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, პრაქტიკულ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე. თეორიული კურსის გავლის შემდეგ მსემნელები გაივლიან კომპიუტერულ პროგრამა ორისს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად აწარმოოს ნებისმიერი სახისა თუ სირთულის ბუღალტერია.
 
ბიდისი აკადემიაში ბუღალტერიის სრული კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ საბუღალტრო კომპანიაში, სადაც კურსის კოორდინატორობას გაგიწევენ გამოცდილი და მარავალი სტაჟის მქონე აუდიტები და ბუღალტრები, თქვენ მოგიწევთ რეალური, მოქმედი ორგანიზაციების საბუთებთან მუშაობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და ყველა სახის დეკლარაციების შედგენა-გადაგზავნა საბუღალტრო პროგრამით.
 
მათ ვისაც უკვე გავლილი აქვს ბუღალტერიის თეორიული და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები შესაძლებელია მხოლოდ სტაჟირება გაიაროს საბუღალტრო
კომპანიაში. ნებისმიერ შემთხვევაში გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტი, სერტიფიკატის სახით.
 
მსმენელს, რომელსაც  უკვე ააქვს საბაზისო ცოდნა და  სურს მისი გამყარება მათთვის განკუთვნილია განსხავავებული პროგრამა, რომელიც მოიცავს; დეკლარაციების შევსების შემსწავლელ პრაქტიკულ კურსს, კურსი განკუთვილია ბუღალტერიის სფეროში მომუშავე, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის!
 
ყოველ ლექციაზე განხილული იქნება პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო დეკლარაციების შევსებასთან;
 
კურსის დროს განხილული იქნება შემდეგი თემები:
  • საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია;
  • საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია;
  • აქციზი;
  • მოგების გადასახადის დეკლარაცია;
  • ქონების გადასახადის დეკლარაცია;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ);
  • ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსება.
კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ზეპირი სახის კონსულტაცია საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.
 
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. წარმატებულ მსმენელბი დასაქმდებიან  ჩვენსავე საბუღალტრო კომპანიაში.
 
ბიდისი აკადემია თქვენი წარმატებული მომავლის გარანტიაა!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები