GE
კრიმინალისტიკის შემსწავლელი პროფესიული პროგრამა
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას კრიმინალისტიკის (ფოტოდაქტილოსკოპისტი) მესამე, მეოთხე და მეხუთე საფეხურების პროფესიულ
პროგრამებზე. სადაც ისწავლება თანამედროვე კრიმინალისტიკა გამოძიებაში.
 
ყოველი საფეხურის დამთავრებისას გაიცემა დიპლომი!
 
პროგრამის ხელმძღვანელი: სამართლის დოქტორი, პროფ. ანა ჭიღიტაშვილი.
 
მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამის მიზანია  მოამზადოს ადაპტირებული კონკურენტუნარიანი კრიმინალისტი, სადაც შეისწავლება თანამედროვე გამოძიების მოთხოვნები, დანაშაულის შემთხვევის ადგილის დაცვა, ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა-ამოღება, ფიქსაცია თანამედროვე ფოტო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით, შეისწავლება თანამედროვე დაქტილოსკოპიის საიდენტიფიკაციო მეთოდები (FBI-ის პროგრამის მიხედვით) და სხვა პრაქტიკული უნარჩვევების განხორციელება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში.
 
მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან  კონკურენტუნარიანი კრიმინალისტი, სადაც შეისწავლება თანამედროვე ტრასოლოგია, ბალისტიკა, გამოძიების დაწყების საფუძვლები და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ტაქტიკა, დანაშაულის კვალიფიკაცია და მტკიცებულებათა მიღების, ფიქსაციის სამართლებრივი საკითხები, გამოძიების კრიმინალისტიკური და სისხლის სამართლის პროცესუალური ეტაპები.
 
მეხუთე საფეხურის პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებული კონკურენტუნარიანი, პროფესიონალები, სადაც შესწავლას ექვემდებარება გამოძიების ეტაპზე თანამედროვე კრიმინალისტიკური და სასამართლო ექსპერტიზების დანიშვნა, ცალკეულ დანაშაულთა გამოძიების და გახსნის მეთოდიკა, საპროცესო/საგამოძიებო  მოქმედების განხორციელების, მტკიცებულებათა სტანდარტის მოპოვების სამართლებრივი საფუძვლები, სისხლის სამართლის საქმის მაკვალიფიცირებელი და პიროვნების საიდენტიფიკაციო ნიშნების დადგენა;
 
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში კრიმინალისტიკის პროფესიულ პროგრამას უძღვებიან კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები. სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის ლაბორატორია და იმიტირებული სასამართლო დარბაზი.
 
პროგრამის ხანგრძლივობა და დაშვების წინაპირობა:
 
ხანგრძლივობა: პროფესიული საფეხურის თითოეული პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს (10 თვე).
 
დაშვების წინაპირობა:
  • მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება  აქვს არანაკლებ საბაზო განათლების მქონე  პირს, მინიმალური ასაკი 16 წელი.
  • მეოთხე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს  კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტი)მესამე საფეხურის კვალიფიკაციის მქონე პირს.
  • მეხუთე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტი) მეოთხე საფეხურების კვალიფიკაციის მქონე პირს.
დასაქმების სფერო
კრიმინალისტის (ფოტოდაქტილოსკოპისტი) მესამე, მეოთხე და მეხუთე  საფეხურისპ როფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოების საგამოძიებო/ოპერატიულ სამასახურებში (შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის, სასჯელაღსრულების და პრობაციის, თავდაცვის სამინისტროები, სახრლმწიფო უსაფრთხოების სამსახური), ადვოკატთა კერძო და სახელმწოფო კორპუსის დარგში, დამოუკიდებელ (კერძო) საექსპერტო ბიუროებში.
 
პროფესიული პრაქტიკა
სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობების ხარისხის ამაღლების მიზნით თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული წამყვან კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • სკოლის ატესტატი
  • 2 ფოტოსურათი (CD-თან ერთად)
დოკუმენტების წარმოადგენის ვადა: 19 მაისი, 2017წ. 
 
სწავლის საფასური:
მესამე საფეხურზე: 1200 ლარი.
მეოთხე და მეხუთე საფეხურებზე: 1500 ლარი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები