GE
სახელმწიფო შესყიდვების კურსი - სწავლა დისტანციურად!

გაითვალისწინეთ! -  ვატარებთ კურსებს, როგორც შემსყიდველებისთვის ასევე მიმწოდებლებისთვის ცალკ-ცალკე მოდულებად!

კურსის მიზნები, ამოცანები, შედეგები:

  • მსმენელები მოისმენენ და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით - შესყიდვების დაგეგმვიდან განხორციელებული შესყიდვების ანალიზის (თვითშეფასების) ჩათვლით. ტრენინგ-კურსში წარმოდგენილი იქნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვების განხორციელების პროცესების მართვის თანამედროვე პრინციპები და მსოფლიო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
  • ტრენინგ-კურსში წარმოდგენილი და განხილული იქნება საერთაშორისო სივრცეში აღიარებული უახლესი მიდგომები და პრაქტიკული რჩევები შემსყიდველთათვის; ასევე თანამედროვე გამოცდილება, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ მოსამსახურეებს სახელმწიფო შესყიდვების კანონშესაბამის განხორციელებაში, რაც გულისხმობს, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალედ ხარჯვას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისთვის.
  • ტრენინგ-კურსი ითვალისწინებს ორგანიზაციაში შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენას, პრობლემის გადაჭრის გენერირებას, პრინციპების შერჩევას, კონკრეტული ქმედებების დაგეგმვას და ა.შ.

სწავლების მეთოდები:

სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თეორიული ცოდნის გადაცემას, მონაწილეთა ჩართულობას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, დისკუსია-სემინარის, პრობლემური სიტუაციის ანალიზისა (“Case-study”) და საქმიანი თამაშის (“Brain-Storm”) მეთოდების გამოყენებას, როგორც პრობლემების ეფექტურად და ოპერატიულად გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავების პირობას. შედგება ინდივიდუალური, პარტნიორული და ჯგუფური მუშაობა. კურსის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობების დანიშნულებაა შესყიდვების რთულ და საპასუხისმგებლო პროცესებზე ზემოქმედი ფაქტორების ანალიზისა და ობიექტური შეფასების, გადაწყვეტილებების მომზადება- მიღების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სწავლების პროცესში მსმენელთა ცოდნის სისტემატიზება მოხდება ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა:

  • სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი მიმოხილვა: სახელმწიფო შესყიდვების არსი და მოქმედების სფერო;
  • რელევანტური ნორმატიული აქტები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვა აქტები და მათი ურთიერთკავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან;
  • დღგ-ს ფაქტორი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში;
  • შესყიდვის საშუალებების ზოგადი მიმოხილვა;
  • სახელმწიფო შესყიდვის სრული პროცესი;
  • სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ერთგვაროვნების დადგენის წესი;
  • ერთგვაროვნების დადგენა (Common Procurement Vocabulary – CPV კოდები);
  •  სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა და სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი;
  • შესყიდვის დაგეგმვა, ბაზრის კვლევა/სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა, გეგმის რეგისტრაცია - ePLAN მოდულში, მონეტარული ზღვრები, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან,შესყიდვების გეგმის კორექტირება;
  • გამარტივებული შესყიდვა და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
  • შესყიდვები ხელშეკრულებით - ხელშეკრულების პირობები, ცვლილება ხელშეკრულებაში, ინტერესთა კონფლიქტი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და საავანსო ანგარიშსწორება, საჯარიმო სანქციები;
  •  შესყიდვები ხელშეკრულების დადების გარეშე - ხელშეკრულების ჩანაცვლება შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით (ინტერნეტ-გამოწერა, წარმომადგენლობითი და სხვა შემთხვევები);  ანგარიშგება - CMR მოდულის გამოყენება და ანგარიში ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე.
  • სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შექმნა, მისი ფუნქციები, მოვალეობები;
  • შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მოთხოვნების განსაზღვრა;
  • სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების შედგენა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცვლილებები, ტენდერის გამოცხადება;
  • ტენდერის განსაკუთრებული შემთხვევა, ერთობლივი, ორ ეტაპიანი ტენდერები და ალტერნატიული ტენდერი;
  • სატენდერო წინადადების წარდგენა, ვადები, ელექტრონული ვაჭრობა;
  • ოქმების/შეტყობინებების შედგენა/სტატუსების მინიჭება, ხელშეკრულების გაფორმება, ხელშეკრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა;
  • შავი და თეთრი სია;
  • კონსოლიდირებული ტენდერი;
  • კონკურსის მომზადება - საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება, გამოცხადება, შედეგების განხილვა და ხელშეკრულების გაფორმება;
  • დავების საბჭო, მისი ფუნქციები, მოვალეობები, განხილვის პროცედურები და გადაწყვეტილებები;
  • გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შეთანხმება სააგენტოსთან;

️კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად: 3 ლექცია - 2სთ-იანი
ღირებულება: 500 ლარი
კურსის ხანგრძლივობა წყვილში: 3 ლექცია - 2სთ-იანი
ღირებულება: 350 ლარი
️კურსის ხანგრძლივობა ჯგუფში: 4 ლექცია - 2სთ-იანი
️ღირებულება: 250 ლარი

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები