GE
საერთაშორისო გადაზიდვების, ლოჯისტიკური და საბაჟო ოპერაციების კურსი
ღირებულება: 380 ლარი
ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის მიზანს წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების ძირითადი ელემენტების შესწავლა, რომლის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა იმუშაოს სატრანსპორტო კომპანიებში, განახორციელოს იმპორტ-ექსპორტის ორგანიზება, რაც მოიცავს კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობას; ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის შერჩევას, ტვირთის მონიტორინგსა და საბუთების გაკონტროლებას, აგრეთვე განბაჟებისა და შიდა გადაზიდვის ორგანიზებას.

ტრენინგის თემატიკა:
  • საერთაშორისო გადაზიდვა;
  • შიდა გადაზიდვა;
  • ტვირთის გადაზიდვა საზღვაო ტრანსპორტით, დოკუმენტაცია;
  • ტვირთის გადაზიდვა სახმელეთო ტრანსპორტით, დოკუმენტაცია;
  • ლოჯისტიკა და ლოჯისტიკური ოპერაციები;
  • საბაჟო და კომერციული საწყობები;
  • ტვირთის ჰანდლინგი;
  • საბაჟო პროცედურები, რეჟიმები, ინკოტერმსები;
  • საბაჟო დეკლარაცია;
  • საბაჟო დოკუმენტაცია;
  • საბაჟო განაკვეთები;
  • საჰაერო გადაზიდვა და დოკუმენტაცია;
  • გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი, მოცულობითი წონის დაანგარიშება;
  • თვითმფრინავის ტიპები;
  • სახიფათო ტვირთების რეგულაციები;
  • ცოცხალი ცხოველების გადაზიდვის რეგულაციები;
  • სატრანსპორტო კომპანიები და ავიახაზების გაყიდვების აგენტი;
  • ტვირთის ტრანსპორტიების ტარიფების დაანგარიშება: (გასაგზავნი ტვირთი, ჩამოსატანი ტვირთი).
ტრენერი: ირინე მელაშვილი
2009 წლიდან დღემდე “Camara Cargo”-ს დირექტორი; 2008-2009 წწ. “Eurasia Cargo” - კომერციული დირექტორი; 2006-2008 წწ. მენეჯერი “Eurasia Cargo”-ში; 2004-2006 წწ. Chief of Cargo Operations Department LTD Cargo “Lasare”.
 
სერტიფიცირებული ტრენერი თემა: „სახიფათო ტვირთების გადაზიდვა“;
საერთაშორისო დიპლომი IATA/FIATA

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი (გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი - ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი - ტრენინგის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 17 ივნისი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 17 ივნისი (დღის 12 საათამდე)

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 სთ.
 
სასწავლო მასალა უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები