GE
ტრენერთა ტრენინგები
ღირებულება: 100 ლარი
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ ტრენერთა ტრენინგს!
 
კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს საუკეთესო ტექნიკები და ინსტრუმენტები ზრდასრულთა ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში. მსმენელებს მიეწოდებათ, როგორც თეორიული მასალა, ასევე ჩატარდება უნარების განსავითარებელი პრაქტიკული სავარჯიშოები.
 
გამოყენებული იქნება სწავლების შემდეგი მეთოდები:
  • ჯგუფური მუშაობა, გონებრივი შტურმი, კითხვა-პასუხი, როლური თამაში, სიმულაცია, მოკლე პრეზენტაციები.
  • კურსდამთავრებულები შეძლებენ განსაზღვრონ ტრენინგის
  • საჭიროებები, შეიმუშავონ ტრენინგის გეგმა და მოახდინონ კურსის შეფასება
  • დამკვეთისთვის და ტრენინგის მონაწილეებისთვის (ცოდნის გადაცემა).
ტრენინგის თემატიკა:
I დღე
ზრდასრულთა სწავლების არსი, ტრენინგ კურსის შემუშავება
ტრენინგის საჭიროებათა ანალიზი
ზრდასრულთა სწავლების პრინციპები
არაფორმალური განათლების პრინციპები
 
II დღე
ტრენინგ კურსის ჩატარება, ცოდნის გადაცემისთვის საჭირო ტექნიკები და მეთოდები
ტრენინგის მეთოდები
ჯგუფის დინამიკა
ეფექტური კომუნიკაცია
 
III  დღე 
კარგი პრეზენტაციის მომზადება, პრეზენტატორის უნარები, კურსის მონიტორინგი, შეფასება
ფასილიტაციის უნარები
პრეზენტაციის მასალების მომზადება
ეფექტური პრეზენტაცია
შეფასება
 
მსმენელები: კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პირებისთვის, როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო და ბიზნესის სფეროდან, ტრენერებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.
 
ხანგრძლივობა - 3 დღე, 7 საათი
საფასური: 150 ლარის ნაცვლად 100 ლარი
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია ადგილზე, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით
საფასურის გადახდისას მიუთითეთ თქვენი გვარი და პროგრამის სახელწოდება

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი!
 
საბანკო რეკვიზიტები:
შპს ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
კოდი: TBCBGE22
ა/ა GE84 TB77 3983 6080 1000 04
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები