GE
ბიზნესის ადმინისტრირების კომპლექსური კურსი
ღირებულება: 320 ლარი
ტრენინგის შესახებ:
ბიზნესის ადმინისტრირების კურსი არის კომპლექსური პროგრამა, რომელიც მასში ჩართულ მონაწილეებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ ბიზნესის მართვის ძირითად პრინციპებს, გამოიმუშაონ ბაზარზე ორიენტირებული ხედვა.
 
ტრენინგი განკუთვნილია იმ პროცესების შესასწავლად, რომელთა ერთობლიობა წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესის არსს (ცოდნა, თუ რას წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესი, როგორ მუშაობს იგი და რა მეთოდებით ხდება მისი მართვა). კურსის მსმენელები მიიღებენ საბაზისო ცოდნას ბიზნესის ძირითად ფუნქციონალურ მიმართულებებში, როგორიცაა მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, ფინანსური და საოპერაციო მენეჯმენტი.
 
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?
კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი ბიზნესი და სურთ მისი შემდგომი განვითარება, ან გეგმავენ ახალი ბიზნესის წამოწყებას ტურისტული, ფარმაცევტული, სამშენებლო თუ სხვა მიმართულებით. კურსი აგრეთვე განკუთვნილია სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთათვის, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება.
 
რას ვისწავლით?
ტრენინგის მონაწილები ისწავლიან ბიზნეს გარემოს შეფასებას, ბაზრის ანალიზს და სტრუქტურას, ბიუჯეტირებას, ბიზნეს გეგმის შემუშავებას. მსმენელები გამოიმუშავებენ ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ანალიტიკურ უნარებს. ისწავლიან მოტივაციის ამაღლების მეთოდიკას თანამშრომლებში, რეპორტინგს, კომუნიკაციის დაგეგმვას და მოლაპარაკებების წარმოებას.
 
ტრენინგის მეთოდიკა:
ტრენინგის მსვლელობისას თეორიულ მასალასთან ერთად მოხდება სხვადასხვა ქეისების განხილვა, ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო ბიზნეს გეგმის შედგენა და მისი პრეზენტაცია.
 
კურსის გავლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო საუკეთესო შედების მქონე სტუდენტები სარეკომენდაციო წერილს.
 
ტრენინგის თემატიკა:
 
1. ბიზნესის მისია, მიზნები და ამოცანები;
  • იურიდიული სტრუქტურები; მისიის მიზნები და ამოცანების ფორმულირება; ბიზნესის მიზნები SMART მეთოდი; SWOT ანალიზი;
2. მარკეტინგის საფუძვლები;
  • ბაზრის ანალიზი (ზომა, სეგმენტი); მარკეტინგის სტრატეგია (ამოცანები, მეთოდები)
3. ბიზნესის გარემო;
  • ბაზრის სტრუქტურა; მთლიანი ეკონომიკური სისტემა; დაინტერესებული მხარეების (Stakeholder) ანალიზი; მიკრო და მაკროეკონონიკური ფაქტორები;
4. ლიდერობა, კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ადამიანის ფსიქო-ტიპები, მოტივაცია, რეპორტინგი, კომუნიკაციის დაგეგმვა, მოლაპარაკებების წარმოება;
5.  მენეჯმენტის სტრუქტურა და ადამიანური რესურსების მართვა;
  • მენეჯმენტის სტრუქტურები, ორგანიზაციული წყობა, ლიდერობისა და მენეჯმენტის ფორმები; თანამშრომლების დაქირავება, კვალიფიკაციის ამაღლება/ტრენინგი; ბიზნეს ეთიკა;
6.  საწარმო/საოპერაციო მართვა;
  • ხარისხის კონტროლი; პროექტის მენეჯმენტის ელემენტები;
7. ბუღალტერია და ფინანსები
  • ნულოვანი მოგება (break even); კომპანიის ანგარიშწარმოება (მოგება-ზარალი, ბალანსი); ბიუჯეტირება;
8. რისკების მართვა;
  • რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, პრიორიტეტიზაცია, რეაგირების სტრატეგიები;
ტრენერი: ირინა ქიტიაშვილი 
დაამთავრა George Washington-ის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი პროექტის მენეჯმენტში. 10 წლიანი გამოცდილება სხვა და სხვა კომპანიებში წამყვან პოზიციებზე. 7 წლიანი გამოცდილება ტრენინგებში, ბიზნესის ადმინისტრირების, საოპერაციო და პროექტის მენეჯმენტისა და ინკოტერმების განხრით. 2007-2013 მოღვაწეობდა CBS Consulting-ის მენეჯერად, ხოლო 2013 წლიდან დღემდე არის IDS Borjomi-ს ხარისხის მართვის დირექტორი. მრავალწლიანი გამოცდილება კომერციული გარიგებებისა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სავაჭრო ხელშეკრულებების კუთხით. მოღვაწებდა, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. 2011 წლიდან არის IBSU ტრენინგ ცენტრის ტრენერი.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 320 ლარი  (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად)
ტრენინგის დაწყების თარიღი: 20 იანვარი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 16 იანვარი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/სამშაბათი/პარასკევი: 19:30 სთ.
სასწავლო მასალები უფასოა, შედის  სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  1. ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით;
  2. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწლების შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით;
  3. ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები