GE
ფარმაციის კურსი აფთიაქში უფასო სტაჟირებითა და დასაქმებით
ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ გთავაზობთ ფარმაციის 3-თვიან შემსწავლელ კურსებს უფასო სტაჟირებით და დასაქმების პერსპექტივით.
 
კურსი გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ფარმაცევტად ან კვალიფიკაციის ამაღლება აღნიშნულ სფეროში.
 
ტრენინგი შედგება ორი საფეხურისაგან: თეორიული და პრაქტიკული კურსი.
კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.
 
თეორიული კურსის თემატიკა მოიცავს:
  • ფარმაციის არსი და ამოცანები. აფთიაქი და მისი სტრუქტურა. კანონი "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ".
  • ფარმაკოლოგიის არსი და ამოცანები. ფარმაკოკინეტიკა. ფარმაკოდინამიკა.
  • რეცეპტის ფორმები. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია. წამლის გვერდითი მოქმედება.
  • ინფექციური დაავადებები და სამკურნალო პრეპარატები: ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური და ანტივირუსული პრეპარატები; პენიცილინის, ცეფალოსპორინების,მაკროლიდების, ამინოგლიკოზიდების, ტეტრაციკლინის, სულფამიდების და ქინოლინების ჯგუფის  პრეპარატები.
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები.
  • გლუკოკორტიკოსტეროიდები.
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: ჰიპოთენზიური პრეპარატები (ბეტა-ადრენობლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები, აგფ-ის ინპიბიტორები, დიურეტიკები).
  • გულ-სისძარღვთა დაავადებები და სამკურნალო პრეპარატები: გულის უკმარისობის სამკურნალო და ანტიარითმიული პრეპარატები. გულის იშემიური დაავადების სამკურნალო პრეპარატები;
  • სისხლის შედედების დარღვევებისა და ანემიის სამკურნალო პრეპარატები:  ანტიაგრეგანტები; კოაგულანტები და ანტიკოაგულანტები; რკინა დეფიციტური ანემიის სამკურნალო პრეპარატები.
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები და სამკურნალო პრეპარატები; ნეიროლეფსიური პრეპარატები და ანტიდეპრესანტები; ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები. საძილე პრეპარატები.
  • ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება და სამკურნალო პრეპარატები.
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლოზმის გამაუმჯობესებელი პრეპარატები.
  • სასუნთქი გზების დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: ბრონქოლიზური, მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატები. გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები.
  • ალერგია და მისი მკურნალობა. ანტიპისტანიმური პრეპარატები. იმუნოსტიმულატორები.
  • ვიტამინები, პოლივიტამინები და მიკროელემენტები.
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატები. საფაღარათო პრეპარატები; მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები; დისბაქტერიოზი და სამკურნლო საშუალებები.
  • ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის  სამკურნალო პრეპარატები: ჰეპატოპროტექტორები; ნაღვლმდენი პრეპარატები. ფერმენტები.
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და სამკურნალო პრეპარატები. დიაბეტი;  ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები.
  • მიომეტრიუმის ტონუსზე მოქმედი პრეპარატები; კონტრაცეპტივები; უნაყოფობის სამკურნალო პრეპარატები.
  • შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: შარდსადენის გლუვი კუნთების ტონუსზე მოქმედი პრეპარატები; შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატები. პროსტატის დაავადება და სამკურნალო პრეპარატები.
  • პროქტოლოგიაში გამოყენებული პრეპარატები.
  • თვალის დაავადებები. სამკურნალო პრეპარატები.
კურსის ღირებულება:
450 ლარი + უფასო სტაჟირება აფთიაქში
 მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ.
ლექციის ხანგრძლიობა - 1:30 სთ.
 
კურსს გაუძღვება 13-წლიანი გამოცდილების მქონე ლექტორი დავით კაიშაური.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები