GE
ინტერნალ ბრენდინგი და ადამიანური რესურსების მართვა
ღირებულება: 30 ლარი
იურიდიული კომპანია Win & Win გთავაზობთ ინტერნალ ბრენდინგისა და ადამიანური რესურსების მართვის კურსებს. 

კურსი ეფექტურ მართვაში დაეხმარება როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მენეჯერებს.

ტრენინგი განკუთვნილია:
  • ნებისმიერი კომერციული, არასამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული თუ დასაქმების მსურველ პირთათვის, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ ადამიანური რესურსების მართვის სისტემასთან;
  • ადამიანური რესურსების მართვით დაინტერესებულებისთვის;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობით, კერძოდ, ინტერნალ ბრენდინგით დაინტერესებულებისთვის;
  • ადამიანური რესურსების განყოფილებაში დასაქმებულთათვის/კანდიდატებისთვის, და გსურთ ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიღება კადრების მართვის მიმართულებით.
ტრენინგის ფარგლებში შეძლებთ: 
  • გაეცნოთ ადამიანური რესურსების მართვის ძირითად გამოწვევებს;
  • გაიღრმავოთ ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ პერსონალის ეფექტურად მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
  • გაეცნოთ პერსონალის შერჩევის, მოტივირების, შეფასების და მართვის თანამედროვე მეთოდებს და ინსტრუმენტებს;
  • გაეცნოთ ინფორმაციას ინტერნალ ბრენდინგის შესახებ;
  • მიიღებთ ინფორმაციას ადმინისტრაციული დეტალების (cv ფორმები, სამოტივაციო წერილების ფორმები) შესახებ;
  • გაეცნოთ კორპორატიული ღონისძებების დაგეგმვის პრინციპებს.
ტრენინგი ორიენტირებულია მონაწილეთათვის კონკრეტული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, შესაბამისად წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში - შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ პასუხები. თქვენ შეძლებთ მიღებული ინფორმაცია გაითვალისწინოთ პრაქტიკული საქმიანობის/აკადემიური კვლევის დროს.

ტრენერი - ანა კალატოზი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი, კომპანია „მარსის“ HR განყოფილების უფროსი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 საათი
თარიღი, დაწყების დრო: შაბათს, 30.11.2017, 16:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის საფასური: 30 ლარი

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
 
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
 
რეგისტრაციისთვის ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადარიცხონ მონაწილეობის საფასური ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.
 
მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი
მიმღების დასახელება: შპს ვინ ენდ ვინ
საიდენტიფიკაციო კოდი: 405232760
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE51BG0000000241555500
დანიშნულებაში მიუთითეთ: ტრენინგი 11.11.2017 (მონაწილეობის მსურველის სახელი და გვარი)
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები