GE
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
მოსამზადებელი ცენტრი „ინტელექტი“ აბიტურიენტებს ამზადებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად საჭირო ძირითად საგანებში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული)
  • ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი)
  • ისტორია
მიმდინარეობს ეტაპობრივად ჯგუფების დაკომპლექტება!
 
თითოეულ აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე საგანი. რამდენიმე საგნის აღების შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება.
 
თითოეულ ჯგუფში ისწავლის არაუმეტეს 5 აბიტურიენტი, რაც სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი გარანტია.
ჩვენთან შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება.
გარდა ამისა, „ინტელექტი“ გთავაზობთ დისტანციურ სწავლებას.

სწავლება მიმდინარეობს ყოველ დღე, 10:00 სთ – 21:00 სთ-მდე. 
 
სასწავლო დღეების და საათების დადგენა ხორციელდება აბიტურიენტთა მოთხოვნის შესაბამისად, პედაგოგებთან შეთანხმებით. სწავლება მიმდინარეობს ინოვაციური მეთოდით, რომელიც სრულად შეესაბამება ეროვნული გამოცდების სტანდარტებს.

აბიტურიენტებს მოამზადებენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში საუკეთესო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც იზრუნებენ თქვენს განათლებაზე და მოგცემენ  შესაძლებლობას, გახდეთ წარმატებული სტუდენტები!

სწავლების პროცესში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგიური გამოცდა თითოეულ საგანში, რაც შესაძლებლობას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ცოდნა და აიმაღლოთ მოტივაცია.

ცენტრის ყველა კურსდამთავრებული ირიცხება საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მათმა უმეტესობამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასება და დაფინანსება მიიღო.

ჩვენი ხედვაა, ვიყოთ ყველაზე სასურველი აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი ხარისხიანი განათლებისა და კომფორტული გარემოს გამო.

ჯგუფური მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი საგნის სწავლების საფასური შეადგენს 120 ლარს,  2018 წლის 07 იანვრამდე დარეგისტრირების შემთხვევაში გადაიხდით 80 ლარს.

ინდივიდუალური მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი საგნის სწავლების საფასური შეადგენს 240 ლარს,  2018 წლის 07 იანვრამდე დარეგისტრირების შემთხვევაში გადაიხდით 160 ლარს.

რამდენიმე საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება! ასეცერთდროულად ორი ან მეტი აბიტურიენტის ერთდროულად დარეგისტრირების შემთხვევაში მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება!

მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები