GE
კომპიუტერული სისტემების, ქსელების, სერვერისა და კიბერუსაფრთხოების შემსწავლელი კურსები
ღირებულება: 800 ლარი
ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას კომპიუტერული სისტემების, ქსელების, სერვერისა და კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსზე.

მომწოდებელი: Next-IT Academy
ბოლო ვადა: 3 აპრილი

კურსის ხანგრძლივობა: 5-6 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია
სწავლის ღირებულება: 800 ლარი (ხუთივე მოდული), გადახდა ხდება ეტაპობრივად (თვეში 200 ლარი);
სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება;

სწავლა დაიწყება 20 მარტს (19:30-ზე)

ზოგადი ინფორმაცია:
  • კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან (Router) და კომუტატორებთან (Switch);
  • მსმენელები სერვერის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Ms Server 2016-ზე, ხოლო ოპერაციული სისტემების დავალებებს Windows და Linux სისტემაზე;
  • კიბერუსაფრთხოების დავალებები შესრულდება Windows, Linux, Cisco IOS ოპერაციულ სისტემებზე;
  • ქსელის მოდულის დავალებები და პრაქტიკული სამუშაოები აგებულია მცირე და საშუალო ზომის ქსელებში გამოყენებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით;
  • ქსელის მოდულის ბოლო ორ კვირა დღეს ჩატარდება 7-8 საათიანი (ჯამში 15 საათი) პრაქტიკა; მოხდება ტოპოლოგიების აწყობა, Cisco-ს, MikroTik-ისა და TP-Link-ის მარშრუტიზატორების ინსტალაცია კონფიგურაცია, უსაფრთხოებების ჩართვა და ა.შ;
  • კიბერუსაფრთხოების მოდულის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთებული იქნება ინციდენტებზე რეაგირებაზე, უსაფრთხოების პროგრამების მიერ წარმოებულ ლოგების გარჩევაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე;
  • განხილული იქნება უსაფრთხოების შესამოწმებელი პროგრამები, ასევე Kali Linux და მისი შეღწევადობის ტესტირების უტილიტები;
  • მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
  • სასწავლო მასალა არის როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი;
  • წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ „Gold“ სერტიფიკატები თავისი დანართებით, Windows 10-ისა და კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო, პროგრამული უზრუნველყოფების პაკეტები;
  • წარმატებულ მსმენელებს მიეცემათ რეკომენდაცია შემდგომ დასაქმებაზე;
  • კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა როგორც მცირე, ისე მსხვილ ორგანიზაციებში;
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი
გაიცემა ცხრა სერტიფიკატი, ექვსი არის საერთაშორისო (ინგლისურენოვანი) სერტიფიკატი:
  1. Cisco IT Essentials PC Hardware & Software
  2. LPI Linux Essentials
  3. Cisco CCNA – Introduction to Networks
  4. Network Essentials
  5. Cybersecurity Essentials
  6. Introduction to Cybersecurity
  7. Next-ITnetwork
  8. Next-ITserver
  9. Next-ITcybersecurity
სასწავლო კურსი შედგება ხუთი მოდულისაგან:
I მოდული - კომპიუტერის ორგანიზაცია და არქიტექტურა (Hardware)
  • კომპიუტერის ნაწილები დეტალურად
  • უსაფრთხოების დაცვა ლაბ. პროცედურების დროს და ხელსაწყოების სწორი გამოყენება
  • კომპიუტერის დაშლა/აწყობა, გაძლიერება
  • BIOS თეორიულად და პრაქტიკულად
  • კომპიუტერის ნაწილების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემების აღმოფხვრა
  • პორტატული მოწყობილობების (ლეპტოპი, ნოუთბუქი) ნაწილების განხილვა, დაშლა/აწყობა
  • პერიფერიული მოწყობილობების განხილვა (პრინტერი, სკანერი და ა.შ), ინსტალაცია კონფიგურაცია
II მოდული - ოპერაციული სისტემები (Software)
Windows 10
  • ვირტუალური მანქანის ინსტალაცია/კონფიგურაცია (Vmware Workstation, Virtualbox)
  • ოპერაციული სისტემის ინსტალაცია (Windows XP/7/8.1/10; Linux Ubuntu, Kali; Mac OS X)
  • სისტემის მართვა - პერიფერიული მოწყობილობები და დრაივერები
  • სისტემის მართვა - დისკებთან მუშაობა; სისტემის ოპტიმიზაცია
  • სისტემის რეესტრი (Registry) და ბრძანებათა სტრიქონი (Command Prompt)
  • ქსელური კომპონენტები, დისტანციური მართვა
  • ქსელში მუშაობის ორგანიზება
  • სისტემის მომხმარებლები და ჯგუფები
  • სისტემის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
  • მუშაობა სარეზერვო ასლებთან
  • სისტემის წარმადობა და მონიტორინგი
  • ოპერაციული სისტემის პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა
Linux
  • შესავალი Linux-ში, აპლიკაციები და ლიცენზიები ღია კოდით
  • Linux-ის გამოყენება, ბრძანებათა ველთან მუშაობა, დახმარება Linux-ში
  • მუშაობა ფაილებთან და დირექტორიებთან, დაარქივება და შეკუმშვა
  • პაკეტებისა და პროცესების მართვა
  • ქსელის კონფიგურაცია
  • სისტემისა და მომხმარებლის უსაფრთხოება, ახალი მომხმარებლის დამატება
  • მფლობელობა და ნებართვები
  • სპეციალური ნებართვები, ბმულები და ფაილის ადგილმდებარეობა
OS X და მობილური ოპერაციული სისტემები (Android, iOS)

III მოდული - ქსელები (Network)
  • ქსელის მიმოხილვა, რესურსების გადაცემა ქსელში; LAN, WAN და Internet ქსელები;
  • ქსელური მედია, კაბელები, ტოპოლოგიები, ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები;
  • ქსელის დაყოფა დონეებად, OSI მოდელი, TCP/IP მოდელი;
  • ქსელური მედია საშუალებები: სპილენძის კაბელი, UTP კაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, უკაბელო შეერთება;
  • სამონტაჟე ინსტრუმენტები (Crimping Tool, Punch Down Tool, Lan Cable Tester)  და მათი გამოყენება;
  • ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
  • არხის დონის პროტოკოლები, არხის დონის ფრეიმი; Ethernet-ი, MAC მისამართი, ფრეიმის დამუშავება;
  • ქსელური დონე, პროტოკოლები, IP პროტოკოლის მახასიათებლები, IPv4 პაკეტი;
  • IPv6 პაკეტი (IPv6 -ის ენკაპსულაცია, IPv6 Header, Header Fields);
  • მარშრუტიზაცია (Routing): Default Gateway, IPv4 და IPv6 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი;
  • როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი (IPv4 როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი);
  • IPv4 მისამართის სტრუქტურა, IPv4 ქვექსელის ნიღაბი, IPv4 მისამართების ტიპები;
  • ქსელის კონფიგურაცია Windows/linux სისტემაში;
  • IPv6 დამისამართება, IPv6 მისამართების ტიპები, IPv6 Unicast, Multicast მისამართები;
  • IPv4 და  IPv6 ქსელების ქვექსელებად დაყოფა;
  • ტრანსპორტის დონე (Transport Layer), TCP და UDP პროტოკოლების მიმოხილვა;
  • გამოყენებითი დონე, გამოყენებითი დონის პროტოკოლები (DNS, DHCP, SMTP, POP, IMAP)
  • მარშრუტიზატორების (Router) აგებულება, გარე პორტები, LAN და WAN ინტერფეისები, ოპერაციული სისტემა;
  • Cisco მარშრუტიზატორის და კომუტატორის კონფიგურაცია, ინტერფეისების კონფიგურაცია;
  • სტატიკური და დინამიური მარშრუტები, სტატიკური მარშრუტების კონფიგურაცია;
  • DHCP პროტოკოლის კონფიგურაცია მარშრუტიზატორზე;
  • NAT-ის განხილვა და კონფიგურაცია;
  • Access List (ACL) კონფიგურაციები;
  • მარშრუტიზატორის კონფიგურაცია გრაფიკული ინტერფეისით (TP-Link, D-Link);
  • უკაბელო ქსელი (Wireless); უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების კონფიგურაცია;
  • MikroTik როუტერის განხილვა და კონფიგურაცია;
  • ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა; Ping, Traceroute, Debug, CDP და Show ბრძანებების დეტალური ანალიზი;
  • კაბელებთან, ინტერფეისებთან, მოწყობილობებთან და სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება;
  • Command Prompt-ის ქსელურ ბრძანებებთან მუშაობა (Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup)
  • ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება (Microsoft Network Monitor, Nagios, Advanced IP Scanner, Wireshark და ა.შ)
IV მოდული - სერვერი (Server)
  • სერვერული ინფრასტრუქტურის მიმოხილვა;
  • Server 2016-ის ინსტალაცია და საწყისი კონფიგურაცია;
  • Active Directory მიმოხილვა, ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • DHCP და DNS როლების აწყობა;
  • NAT-ის ინსტალაცია და მარშრუტიზაციის აწყობა;
  • მომხმარებლებთან და ჯგუფებთან მუშაობა სერვერში;
  • მომხმარებლების მართვა აქტიური დირექტორიის საშუალებით;
  • Hyper-V ვირტუალიზაციის პლატფორმის ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • უსაფრთხოების აწყობა (Firewall, VPN, შიფრაცია და ა.შ).
V მოდული - კიბერუსაფრთხოება (Cybersecurity)
  • ძირითადი საფრთხეების აღწერა; იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია, ანგარიში (AAA);
  • მომხმარებლებთან და ჯგუფებთან (Users & Groups) მუშაობა;
  • ფაილებზე, საქაღალდეებზე და დისკებზე წვდომის ნებართვების განსაზღვრა;
  • შიფრაცია/დეშიფრაცია, სიმესტრიული და ასიმეტრიული შიფრაციის ალგორითმების განხილვა;
  • ჰეშირების ალგორითმების განხილვა; მთლიანობა და ნამდვილობა;
  • სერტიფიკატები. ციფრული სერტიფიკატების განხილვა და მათი მართვა;
  • ელექტრონული ფოსტების უსაფრთხოება (Gmail, Hotmail);
  • უსაფრთხოება ბრაუზერებში; უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში, უსაფრთხო შოპინგი;
  • უსაფრთხოება მობილურ ოპერაციულ სისტემებში (Android, iOS);
  • კონფიდენციალური დოკუმენტების უსაფრთხოება;
  • გავრცელებული საზიანო პროგრამების (Malware – Trojan, Worm, Virus, Adware), ჯაშუშური პროგრამების (Spyware, Keylogger და ა.შ) განხილვა და მათგან თავდაცვის გზები;
  • ანტივირუსული პროგრამების კონფიგურაცია; უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები
  • ქსელური საფრთხეების კატეგორიები, ქსელური შეტევების სახეები (Dos/DDOS, Main-in-the-Middle, SynFlood, Fishing, Injection, Spoofing, Zero-Day და ა.შ);
  • უსაფრთხოების კომპონენტების არჩევა: ფაიერვოლების კონფიგურაცია; VPN; IPS: IPS ტექნოლოგია; IPS ხელწერები (Signatures), წვდომის სიები (ACLs).
  • ვებ-შეტევები: Top 10 ვებ-შეტევის განხილვა და ანალიზი; Web Application Firewall
  • მონაცემთა და ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა;
  • უსაფრთხოება კაბელურ და უკაბელო მარშრუტიზატორებში (TP-Link, MikroTik);
  • მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემები (DLP);
  • უსაფრთხოების პროგრამების ლოგების (log) ანალიზი და ანგარიშის მომზადება (Report);
  • ხელმისაწვდომობა: ხუთი ცხრიანი - 99.999%, მაღალი ხელმისაწვდომობის სისტემის შექმნა;
  • უსაფრთხოების პოლიტიკები, სტანდარტები, რეკომენდაციები და პროცედურები;
  • კიბერდამნაშავეები (ჰაკერები); კიბერდანაშაული; კიბერდანაშაულის რეგულირება შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობით;
  • გავრცელებული კიბერდანაშაულების განხილვა, გამოყენებული მეთოდების ანალიზი;
კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები:
  • Cisco–ს ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა ინგლისურა
  • Cisco IT Essentials 6.0 კურსის ქართული ვერსია
  • აკადემიის ინსტრუქტორების მიერ თარგმნილი ოფიციალური სასწავლო მასალა ქართულა
აკადემიის ინსტრუქტორების მიერ შემუშავებული:
- თეორიული და პრაქტიკული მასალები
- პრაქტიკული დავალებები
- ვიდეო მასალები
- პრეზენტაციები
- თვითკონტროლის ტესტები
- ყოველკვირეული ქვიზები
- ფინალური გამოცდები
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები