ოფის-მენეჯერისა და მარკეტინგის მენეჯერის ინტეგრირებული კურსი სტაჟირებით
ღირებულება:
350
ლარი
უპრეცედენტო შემოთავაზება ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრისგან!
სამუშაო გამოცდილებით და სტაჟირებით ოფის-მენეჯერისა და მარკეტინგის მენეჯერის ინტეგრირებული კურსი.
ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის:
ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის:
- ვისაც სურს მიიღოს სამუშაო გამოცდილება
- გახდეს წარმატებული ოფის-მენეჯერი ან მარკეტინგის მენეჯერი
- უნივერიტეტისა და კოლეჯის სტუდენტებისთვის, ვისაც სჭირდება პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა /დღიური
ვინაიდან მუდამ ვზრუნავთ ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებით დასაქმებისთვის, მიმდინარე სასწავლო კურსებს დავამატეთ გაძლიერებული ოფის- მენეჯერისა და მარკეტინგის მენეჯერის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი.
სწავლის განმავლობაში მსმენელი აქტიურად იქნება ჩართული ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზაციის ადმინისტრაციულ საკითხებში: მენეჯმენტი, HR, მარკეტინგი, პიარი, ფინანსები.
კურსის დასრულების შემდეგ შეიძენთ იმ ცოდნასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც საშუალებას მოგცემთ გახდეთ კონკურენტუნარიანი, მაღალანაზღაურებადი და კვალიფიციური კადრი.
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ:
- ერთთვიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა
- ორენოვანი შესაბამისი სერტიფიკატი
- სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა /დღიური
- წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი
კურსის განმავლობაში მსმენელი შეისწავლის:
- კომპანიის სტრუქტურის ანალიზი,რეკომენდაციების შემუშავება
- ბიზნეს პროცესებში ჩართვა, მმართველობითი გადაწყვეტილებების ანალიზი და ოპტიმიზაციისთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწერა
- კომპიუტერული პროგრამები
- მარკეტინგის, გაყიდვებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება
- პროექტების მართვა და შედეგების ანალიზი
- კომპანიის იმიჯის გამყარება
- საქმიანი კორესპოდენციის შედგენა და გაფორმება, სამსახურებრივი დოკუმენტები ადმინისტრაციულ წარმოებაში
- ცალკეული დოკუმენტები და მისი ფორმულარი - ბრძანება,განკარგულება, მოხსენებითი ბარათი, ხელშეკრულება, ქირავნობა, იჯარა, ინვოისი, მიღება - ჩაბარების აქტი
- ინტერნეტი, ელექტორონული ფოსტა
- პრომო და სარეკლამო საქმიანობების დაგეგმვა და კოორდინირება
- ახალი კლიენტების მოზიდვა, მოლაპარაკებების წარმოება
- სატელეფონო ზარების მიღება
- დღის განმავლობაში შემოსული ინფორმაციის შემოწმება და ოპერატიული რეაგირება
- თანამშრომელთა შერჩევის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა (ვაკანსიის გამოცხადება, კანდიდატთა შერჩევა, გასაუბრების, ტესტირების ჩატარება,
- საბოლოო რეკომენდაციის ჩამოყალიბება)
- სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და კოორდინაცია
მსმენელი გამოიმუშავებს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
- ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი
- სწორი და გამართული მეტყველება
- საქმიანი კორესპოდენციის შედგენა და გაფორმება,წერის სტილი,რედაქტირება,შემოწმება
- საქმიანი სამუშაო გარემოს შექმნა
- კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
- კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა
- დროის მართვა
ხანგრძლივობა ერთი თვე, კვირაში სამჯერ, სასწავლო გრაფიკი შედგება მსურველთა მოთხოვნის შესაბამისად.
საფასური აქციის ფარგლებში 550 ლარის ნაცვლად 350 ლარი.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის