GE
ბავშვთა ფსიქოლოგიის უფასო ექსპრეს ტრენინგ-კურსი
ღირებულება: 45 ლარი
„ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი I T C“ გთავაზობთ ბავშვთა ფსიქოლოგიის ექსპრეს ტრეინინგ- კურსს.
 
ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი „I T C“-სთან არსებული ფონდი ახორციელებს განახლებული პროგრამით სწავლის დაფინანსებას!
 
მიმდინარე დაფინანსების პროგრამით მსმენელს დაუფინასდება ტრეინინგ-კურსის სწავლის საფასური 300 ლარი და გადაიხდის მხოლოდ ტრეინინგ -კურსზე რეგისტრაციის საფასურს, რომელიც შეადგენს 45 ლარს!
 
რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 თებერვლამდე!
 
კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის!

წინამდებარე სასწავლო მოდული შესაძლებლობას მისცემს არასრულწლოვან მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებს და დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბავშვის/მოზარდის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და დაინახონ რა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავენ პრობლემურ ქცევას, ასევე  როგორია  მოზარდის მე-იდენტობის ფორმირების პროცესში, განხილული იქნება მოზარდის ფსიქოსოციალური და მორალური განვითარების თავისებურებები, განვითარების  დარღვევის რამდენიმე ფორმა.
 
მსმენელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ საუკეთესო გამოცდილებას, თეორიულ მიდგომებს და გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ექსპერტები აწყდებიან არასრულწლოვნებთან მუშაობისას, იქნება ეს მათთან კომუნიკაცია თუ  მათი ასაკობრივი თავისებურებების, მოთხოვნილებებისა და მოტივების სწორად აღქმა და გაზრება.
 
საკითხისადმი ამდაგვარი - სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მოზარდის მიერ ჩადენილი არასასურველი ქცევა, არა როგორც ერთი კონკრეტული ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, არამედ  გავიაზროთ და დავინახოთ სრული  სოციალური და ფსიქოლოგიური კონტექსტი, რაც საბოლოოდ  ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებაში დაგვეხმარება.

კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:
  • ბავშვის ასაკობრივი განვითარება;
  • განვითარების კრიზისული პერიოდები - (ადრეული ბავშვობიდან გარდამავალი ასაკის ჩათვლით, პუბერტატი);
  • გენეტიკა თუ აღზრდა?
  • თანდაყოლილი ტიპი და ხასიათის ფორმირება;
  • აღზრდა და კომუნიკაცია: შექება- წახალისება, მშობლისა და პედაგოგის მიერ გამოყენებული სტრატეგიების როლი ბავშვის ადეკვატური, თვითშეფასების ფორმირებასა და თვითაქტუალიზაციას - საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში;
  • ბავშვობის პერიოდის სპეციფიკური ქცევები: თამაში და სწავლა. თამაშის როლი და დანიშნულება ბავშვის განვითარებაში. სწავლების ეფექტიანობის განმაპირობებელი ფაქტორები;
  • ბაღი და სკოლა - რისკები და უპირატესობები;
  • მეს კონცეფცია (მე-იდენტობა);
  • განვითარების დარღვებების რამდენიმე ფორმა;
  • ADHD - ყურადღების დეფიციტის, იმპულსული ქცევის და ჰიპერაქტივობის სინდრომი;
  • დელიკვანტური და დევიაციური ქცევა გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები;
  • ავტოაგრესია და სუიციდი ბავშვებში;
  • რა არის სტრესი, რეაქციები სტრესზე, დაცვითი მექანიზმები;
  • რა არის ტრავმა, ტრავმის გადატანის ფაზები;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კლასიკური ტრიადა - პტსა;
  • დეპრესია (მათი განვითარების ეტაპები);
  • ასერტიული ქცევა;
  • რთული ქცევის მართვა A B C;
  • ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაციის მოდელი: (ვერბალური და არა ვერბალური);
  • კონტაქტის დამყარების საფეხურები და კომპონენტები;
  • აქტიური მოსმენის ტექნიკა;
  • ურთიერთგაგების მექანიზმები;
  • პიროვნული ნდობის მოპოვების გზები;
  • ყურადღების რეაქციები,პერიფრაზირება და მისი გამოყენების სტრატეგიები;
  • „მე“ შეტყიბინება და „შენ“ შეტყობინება ბარიერები კომუნიკაციაში;
  • სახის მიმიკები და გამოხატული ბაზისური ემოციები;
  • სხეულის ენა, ხმის ტემბრი, მიმიკა, ჟესტუკულაცია;
  • სიცრუის ინდიკატორები;
  • პიროვნებათაშორის სივრცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები;
  • შეკითხვის დასმის ტექნიკები: ღია, დახურული, შთამაგონებელი, იძულებითი არჩევანის, სუგესტური;
  • კონფლიქტი და მისი მართვის სტრატეგია;
  • ესკალაციის საფეხურები;
  • დესკალაცია და მედიატორის როლი კონფლიქტში;
  • წინასწარგანწყობა და სტერეოტიპები, სტიგმა, დისკრიმინაცია;
  • ბავშვებთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპები;
  • რა არის ბავშვის მიმართ ძალადობა (ტერმინები და მათი განსაზღვრება);
  • ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ტიპური ფიზიკური და ქცევითი გამოვლინება;
  • რა არის ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა? ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები;
  • ემოციური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ტიპური ემოციური და ქცევითი გამოვლინებები;
  • სექსუალური ძალადობა;
  • სექსუალური ძალადობის ფიზიკური და ქცევითი ნიშნები;
  • როგორ ამოვიცნოთ უგულებელყოფილი ბავშვი, ქცევითი და ფიზიკური ნიშნები;
  • სუიციდი;
  • კონფლიქტის მართვის სტრატეგია;
  • სახალისო და დიაგნოსტიკური ტესტები;
კურსს წარუძღვება: ფსიქოლოგი თეა მუყმანიანი

კურსი მოიცავს 10 სალექციო საათს.
ტრენინგები ტარდება შაბათ-კვირას.
 
სურვილის მიხედვით, ვინც თანახმა იქნება კურსის ბოლოს გავა გამოცდაზე და აიღებს სერტიფიკატს. გაიცემა ორ-ენოვანი ლიცენზირებული სერტიფიკატი გამოცდის საფუძველზე. გამოცდაზე გასვლა და სერტიფიკატის აღება ფასიანია, ღირებულება 15 ლარი.
 
რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად (ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნით თქვენს მონაცემებს: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) განაცხადის შევსების შემდგომ კურსზე რეგისტრაციის საფასურის (45 ლარის) ანაგრიშსწორება უნდა მოახდინოთ 25 თებერვლამდე, რათა თქვენი განაცხადი გააქტიურდეს აღნიშნულ კურსზე.
 
თანხის ანაგრისწორება უნდა მოახდინოთ საბანკო ანგარიშზე:
  • ს.ს. „თიბისი ბანკი“, ა/ა GE 50TB7841336080100003, მიმღები შპს „ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი ITC“
  • ს.ს. „საქართველოს ბანკი“, ა/ა GE03BG0000000725061400, მიმღები: შპს „ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი“
კურსზე მოხვდებიან მხოლოდ ის მსმენელები, ვისაც ექნება რეგისტრაცია გავლილი წინასწარ.
იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები