GE
ტურიზმის, სასტუმროს მენეჯმენტის, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდის კურსები
,,VIP Intellect Group“ გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების შემსწავლელ ,,ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის“ და ,,ტურიზმის რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდის“ სასერტიფიკატო პროგრამებს, სტაჟირებით და დასაქმების შეთავაზებით, თბილისში!
 
გაითვალისწინეთ! ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები, ჩვენი რეკომენდაციით წარმატებით აგრძელებენ სხვადასხვა პრესტიჟულ სასტუმროში და ტურისტულ კომპანიაში მუშაობას!

აგრეთვე ჩვენი კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს ტურიზმის და სასტუმრო ბიზნესის დაწყებასა და მართვას!
 
ტურიზმის მენეჯმენტი

პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი ტურისტული კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტურიზმის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში. ამავე დროს გეძლევათ საშუალება შეიძინოთ ცოდნა, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ ტურიზმის სფეროში ბიზნეს აზროვნების განვითარებაში.
 
პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს ტურიზმის მენეჯერად ან გიდ ოპერატორად, ან შექმნას საკუთარი ტურისტული კომპანია.
 
პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:
  • ინტერაქციული ლექციები.
  • სტაჟირება - პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიებში.
ინტერაქციული ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% - თეორია/პრაქტიკა.
 
გამოცდილი სპეციალიტები არა მხოლოდ შეგასწავლიან ტურიზმს, როგორც სპეციალობას, არამედ გაგაცნობენ ამ სფეროსთვის დამახასიათებელ ყველა ნიუანსს, აგაცილებენ ისეთი შეცდომების დაშვების ალბათობას, რაც ნებისმიერ დამწყებ სპეციალისტს შეიძლება დაემართოს. საკუთარი და სხვა მსგავსი კომპანიების მაგალითებზე და სიტუაციურ ამოცანებზე დაყრდნობით გადმოგცემენ ყველა იმ სპეციფიურ საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მენეჯერი ტურიზმის სფეროში.
სრული კურსის და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: ტურისტული კოპანიის მართვას, მიმზიდველი და გამორჩეული ტურების შექმნას და სწორად დაგეგმარებას. ასევე გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია  ტურიზმის მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრინციპებს.
 
კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია  - 1 სთ 30 წთ-იანი
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ.
სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 300 ლარი.

სტაჟირების ღირებულება ტურისტულ კომპანიაში: 200 ლარი.
სტაჟირების ხანგრძლივობა: ერთი თვე.
 
ხოლო გამორჩეული და აქტიური კურსდამთავრებული, სტაჟირებას გაივლის შემდეგ მიიღებენ დასაქმების შესაძლებლობას!
 
გაითვალისწინეთ! თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად. ჩვენი ათეულობით კურსდამთავრებული უკვე დამოუკიდებლად აგრძელებს სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაში ტურიზმის მენეჯერად მუშაობას!

სასტუმროს მენეჯმენტი
             
პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სასტუმროს მენეჯმენტის კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი სასტუმროს მენეჯმენტთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტურიზმის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში.
 
პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისი სურვილიცაა დაიმკვიდროს თავი სასტუმროს ბიზნესში წამყვან თანამდებობებზე ან ვისაც სურს საკუთარი სასტუმროს ბიზნეს იდეის განხორციელება.
 
პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:
  • ინტერაქციული ლექციები.
  • სტაჟირება - პრესტიჟულ სასტუმროში.
სტუდენტი შეიძენს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას სასტუმროს ფუნქციონირებისა და წარმოქმნის შესახებ. შეძლებს პრაქტიკულად  მიღებული ცოდნის დანერგვასა და თავის დამკვიდრებას არსებულ სფეროში. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% - თეორია/პრაქტიკა.
 
სალექციო კურსი მოიცავს:
  • სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა და აღწერილობა
  • სასტუმროს სერვისების შექმნა და მისი რეალიზაცია
  • სასტუმროს ბიზნესში ინვესტიციის სახეები
  • სასტუმროს მართვის პროგრამები
პრაქტიკოსი სპეციალისტები დეტალურად შეგასწავლიან  სასტუმროს სპეციფიკას. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძენთ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სასტუმროს მიმართულებით ბიზნეს აზროვნების ჩამოყალიბებასა და მართვის უნარ-ჩვევების შემუშავებაში. თქვენი ცოდნით დაძლევთ საქართველოს სასტუმროს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და წარმატებით გაართმევთ თავს, სასტუმროს ნებისმიერ დეპარტამენტში, ნებისმიერ თანამდებობას.
სრული კურსის და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: სასტუმროს მართვას, ასევე  გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია სასტუმროს მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრინციპებს.
 
ინტერაქციული ლექციების ხანგრძლივობა: 12 ლექცია - 1 სთ 30წთ.
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ.
სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 300 ლარი.
 
სტაჟირება მიმდინარეობს თბილისის პრესტიჟულ სასტუმროებში.
სტაჟირების ღირებულება: 200 ლარი.
 
ტურიზმის გიდი
რუსულენოვანი გიდების გადამზადება (კურსი რუსულად)
 
კურსის პროგრამა:
  • საქართველოს ისტორიის მიმოხილვა (ყველა რეგიონის გავლა)და ისტორიული ძეგლების
    შესწავლა;
  • ქართული ტრადიციების მიმოხილვა;
  • საქართველოს კულტურა, ხელოვნება;
  • ტურის დაგეგმარება;
  • სხვადასხვა ტურის შესწავლა:
- კულტურული ტური;
- მომლოცველთა ტური;
- ღვინის ტური;
- გასტრონომიული ტური;
  • გიდის ზოგადი უნარ-ჩვევები; გიდის ეტიკეტი;
  • ექსკურსიის ჩატარების მეთოდიკა;
  • პრაქტიკული გასვლა ტურში და ადგილზე მუშაობის უნარების განვითარება;
კურსის ხანგრძლივობა 2 თვე - 16 ლექცია
თვეში 8 ლექცია - 200 ლარი
კვირაში ჩატარდება 2 ლექცია

ტურიზმის გიდი
ინგლისურენოვანი გიდების გადამზადება (კურსი ინგლისურად)
 
კურსის პროგრამა:
  • საქართველოს ისტორიის მიმოხილვა (ყველა რეგიონის გავლა)და ისტორიული ძეგლების შესწავლა;
  • ქართული ტრადიციების მიმოხილვა;
  • საქართველოს კულტურა, ხელოვნება;
  • ტურის დაგეგმარება;
  • სხვადასხვა ტურის შესწავლა:
- კულტურული ტური;
- მომლოცველთა ტური;
- ღვინის ტური; გასტრონომიული ტური;
- გიდის ზოგადი უნარ-ჩვევები; გიდის ეტიკეტი;
  • ექსკურსიის ჩატარების მეთოდიკა;
  • პრაქტიკული გასვლა ტურში და ადგილზე მუშაობის უნარების განვითარება;
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (12 ლექცია)
კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია - 6 საათი
 
კურსის ღირებულება:
300 ლარი - მცირერიცხოვან ჯგუფებში
 
კურსებს უძღვება: ინგლისური ენის კვვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ამავდროულად მუშაობს ტურისტულ გიდად  და გააჩნია რამოდენიმე წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გიდად მუშაობის.თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.
 
სასწავლო პროგრამის და სტაჟირების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა ,,VIP Intellect Group“-ის სერტიფიკატი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები