GE
მარკეტინგული კვლევები
ღირებულება: 420 ლარი
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?
 
მარკეტინგული კვლევების პროფესიულად დაგეგმილი პროცესი კომპანიის წარმატებული საქმიანობის აუცილებლ პირობას წარმოადგენს. მარკეტინგული კვლევები  არის სანდო, ობიექტური ინფორმაციის წყარო, რომლის საფუძველზე ხდება მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება, კომპანიის ოპტიმალური განვითარება და ფინანსური დანაკარგების რისკების შემცირება.
 
ტრენინგი განკუთვნილია, როგორც საცალო გაყიდვების, რეკლამის, მარკეტინგის, წარმოების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, ასევე დამწყებთათვის და ნებისმიერი კომპანიის თანამშრომლებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მარკეტინგით, ანალიზითა და პროდუქტის პოზიციონირებით.
ტრენინგის განმავლობაში განხილულ იქნება მარკეტინგული კვლევების სრული ციკლი, დაგეგმვიდან შედეგების წარდგენამდე როგორც ძირითადი თეორიული საკითხების შესწავლის, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების გზით.

მეთოდოლოგია:
თეორიული მასალა მიეწოდებათ სტუდენტებს პრეზენტაციების სახით. პრაქტიკულ სავარჯიშოები შესრულდება სამუშაო ჯგუფებში სტუდენტების მიერ, ტრენერის ხელმძღვანელობით.
 
ტრენინგის განმავლობაში მოხდება ერთი ძირითადი პროექტის ეტაპობრივი თემატური გაშლა და მასზე მუშაობა.
სტუდენტებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და ელექტრონული სახელმძღვანელო.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • შესავალი და მარკეტინგული კვლევების პირველი ეტაპები: მარკეტინგული კვლევების არსი, მარკეტინგული კვლევების პრობლემის განსაზღვრა, პროცესი
  • მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა: მარკეტინგული კვლევების კლასიფიკაცია -  მოკვლევითი, დესკრიპტული, მიზეზ-შედეგობრივი მარკეტინგული კვლევები.
  • B2B, B2C, B2G კვლევები
  • გაზომვა და სკალირება. სკალების სახეები
  • კვლევის ინსტურმენტის, კითხვარის მომზადება: დიზაინი, შინაარსი, ფორმულირება, სტრუქტურა
  • შერჩევა  - არსი, კლასიფიკაცია
  • ინფორმაციის მოგროვება, საველე სამუშაოები
  • მონაცემთა ანალიზი - სიხშირული ანალიზი SPSS-ის გამოყენებით
  • მარკეტინგული კვლევების შედეგების ანგარიშის მომზადება პრეზენტაცია.
ტრენერი: მარინა იმერლიშვილი
გამოყენებითი კვლევების კომპანია ეი არ სის დირექტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიწვეული კონსულტანტი, ტრენერის / ლექტორისა და სხვადასხვა სახის კვლევების პრაქტიკული, მრავალწლიანი გამოცდილებით.
 
განათლება - ორგანიზაციული განვითარების ფსიქოლოგია, თსუ; Applied psychology - Friedrich Schiller University Jena (Uni Jena).
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 420 ლარი  (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი - ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი - ტრენინგის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე)
ტრენინგის დაწყების თარიღი: 21 მაისი 
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 20 მაისი (დღის 12 საათამდე)
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 – 21:00 
სასწავლო მასალები უფასოა, შედის  სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები