GE
რესტორნის მენეჯმენტის კურსები
NB აკადემია გთავაზობთ რესტორნის მენეჯმენტის კურსებს.
 
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო კურსის მიზანია, პროფესიულ სტუდენტს მისცეს სარესტორნო საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. კერძოდ, სფეროსთვის დამახასიათებელი პროცესების, პრინციპების და კონცეფციების მრავალმხრივი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. 
 
სარესტორნო საქმის წარმოება და სერვისის მენეჯერი
  • რესტორნის წარმოშობისა ისტორია და ობიექტის ტიპები.
  • რესტორნის მომსახურე პერსონალის სტრუქტურა და მათი მოვალეობები.
  • მიმტანის სამუშაო აღწერილობა, გარეგნული იერი (dresscode) და მისი მოვალეობები(სტუმრების დახვედრა და მომსახურეობა; ურთიერთობა მომხმარებელთან).
  • მიმტანების შერჩევა, მიღება და მომზადება.
  • რა არის მენიუ და მისი ტიპები(კერძების შეთავაზების თანმიმდევრობა) .
  • კერძების სახესხვაობები და მათი მიწოდების თავისებურებანი.
  • მომსახურების სახეები და სერვირების ტიპები.
  • სარესტორნო ინვენტარის დანიშნულება და მათი გამოყენება.
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ერთიანი წესი, სირთულეები და ეთიკის ნორმები.
  • ბანკეტი, ქორწილი, ქეითერინგი, სხვადასხვა სადღესასწაულო სუფრების მომსახურება.
  • რესტორნის ბიზნესი-როგორც ერთერთი ეფექტური მიმართულება და მისი წარმატების რამდენიმე ფაქტორი.
  • მარკეტინგი და გაყიდვები.
თეორიული კურსის შემდეგ მსმენელები პრაქტიკულ ნაწილს გაივლიან რეტორანი „ფუნიკულიორი“ ან რესტორანი „ილოური“-ს ქსელში.
 
კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია.
კვირაში სამჯერ - ლექციის ხანგრძლივობა 1.5 საათი.
 
კურსის ღირებულება:
ჯგუფში (2-5კაცი) - 250ლარი.
ინდივიდუალურად - 400 ლარი.
 
კურსის ხელმძღვანელი: 5-წლიანი გამოცდილების მქონე ანა მაზმიშვილი

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები