GE
ტრენინგი 9-დან 11-წლამდე ახალგაზრდებისთვის - "ჩვენი ქალაქი"
ღირებულება: 50 ლარი
მეწარმეთა აკადემია  იწყებს რეგისტრაციას ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამაზე “ჩვენი ქალაქი” (Our City), 9-დან 11-წლამდე ახალგაზრდებისთვის.
 
პროგრამა მოიცავს 10 აკადემიურ საათს სულ 5 შეხვედრა.
 
ტრენინგების დაწყებით თარიღი:
პირველი ნაკადი: 30 ივნისი 16:00 საათი
ტრენინგის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.
 
ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე.

პროგრამის აღწერა:
ეს არის ინტერდისციპლინარული პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური წიგნიერების საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მიღწევას, ხოლო მისი ინტერესის მეორადი სფეროებია: სოციალური კვლევები, ბიზნესი, ეკონომიკა, კითხვა, წერა და მათემატიკა.
 
პრაქტიკული აქტივობების საშუალებით პროგრამა ჩვენი ქალაქი ახალგაზრდებს აცნობს ფინანსური წიგნიერებისა და მასთან გადამკვეთი სოციალური მეცნიერების 9-დან 11 წლამდე ახალგაზრდებისთვის შესაფერის სასწავლო მიზნებს. პროგრამაში განხილულია ქალაქების მახასიათებლები და ფულის მართვა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისა და მოქმედი ბიზნესების მიერ. მოსწავლეები ფულის მართვის სტრატეგიებს გამოიყენებენ პირადი და საქმიანი ანგარიშების წარმოებისას.
 
პროგრამის მიზნები:
პროგრამის გავლის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:
  • წარმოადგინონ პრაქტიკული ინფორმაცია ქალაქში არსებული უბნების შესახებ;
  • გამოიკვლიონ ფულის, მათ შორის – გადასახადების გადახდის, მნიშვნელოვნება ქალაქისთვის;
  • აღწერონ ქალაქში ფინანსური ინსტიტუტების როლი – თუ როგორ ეხმარებიან ისინი მოსახლეობასა და ბიზნესებს ეკონომიკური მიზნების მიღწევაში;
  • გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ მეწარმეები ხელს უწყობენ ქალაქში ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებას;
  • შეადარონ ახალი ამბების გავრცელების სხვადასხვა ფორმატი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები