GE
LINUX-ის LPIC-1-ის სასერტიფიკატო კურსი!
ღირებულება: 800 ლარი
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს აკადემია აცხადებს მიღებას LINUX-ის LPIC-1 კურსზე.
 
LPIC-1 გათვლილია Linux-ის დამწყები ადმინისტრატორებისათვის. ამ კურსის გასავლელად არ მოგეთხოვებათ Linux-ის წინასწარი ცოდნა. სტუდენტი შეიძენს Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის საბაზისო ცოდნას და უნარჩვევებს.
 
მიღებული ცოდნით შეძლებთ LPIC-1-ის ორივე (LPIC 101 და LPIC 102) გამოცდის ჩაბარებას და შესაბამისი სერტიფიკატის მიღებას.

LPIC-1 კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ლინუქსის ოპერაციული სისტემის ბრძანებათა სტრიქონის ინტერფეისში მუშაობა, ოპერაციული სისტემის მართვის ბაზური საკითხები, სისტემის მომხმარებლების მართვა, სარეზერვო ასლის შენახვა და სისტემის აღდგენა, ლინუქსის სისტემის ქსელში ჩართვა და მისი დაცვა.

LPIC-1 სერტიფიკატის მოსაპოვებლად საჭიროა ორი გამოცდის ჩაბარება: LPIC 101 და LPIC 102. მოცემული კურსი მოიცავს ყველა აუცილებელ საკითხს, რომლებიც შედის მოცემულ გამოცდებში. ისინი გადანაწილებულია შემდეგნაირად:

LPIC 101
  • სისტემის არქიტექტურა
  • ლინუქსის ინსტალაცია და პაკეტების მართვის სისტემები
  • GNU და ლინუქსის ბრძანებები
  • მოწყობილობები, ლინუქსის ფაილური სისტემები, ფაილური სისტემის იერარქიის სტანდარტები
LPIC 102
  • ლინუქსის გარსები, სკრიპტები და მონაცემთა მართვა
  • მომხმარებლის ინტერფეისი და სამუშაო მაგიდა
  • ადმინისტრატორის ამოცანები
  • ბაზური სისტემური სერვისები
  • ქსელის საფუძვლები
  • უსაფრთხოება
კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 3,5 თვე.
ლექციები ტარდება კვირაში 3–ჯერ (ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს).
ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ლექციების დაწყების დრო – 17:00 საათი.

კურსის საფასური: 800 ლარი
 
მოქმედებს 20% ფასდაკლება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფორმაში.

“გრენა“-ს აკადემია კორპორატიულ კლიენტებს გთავაზობთ თქვენ მოთხოვნებზე მორგებულ LINUX-ის კურსს, თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის მიზნით).
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები