GE
ეკონომიკის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET 2019 წლის თებერვლიდან დაიწყებს წინასწარ რეგისტრაციას ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე.
 
ISET-ის სამაგისტრო პროგრამა შეესაბამება აშშ-ის და დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტების პროგრამებს. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.
 

სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია ხდება ონლაინ რეჟიმში (www.iset.ge). წინასწარი შესარჩევი გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება 2019 წლის მაისის დასაწყისში.
ISET სტუდენტებს სთავაზობს მოსამზადებელ კურსს მათემატიკაში (3 კვირა, აგვისტო, 2019 წელი). სამაგისტრო პროგრამის პირველ სემესტრში სწავლა უფასოა ყველა ჩარიცხული სტუდენტისთვის (8 კვირა, სექტემბერი-ოქტომბერი, 2019 წელი).
 
ფინანსური მხარდაჭერა:

  • სტიპენდიები: წარმატებული სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 75-200 აშშ დოლარის ოდენობით.
  • დაფინანსება: ყველა წარმატებული სტუდენტი მიიღებს ISET-ის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.
  • სტუდენტური სესხები: ISET სტუდენტებს სთავაზობს შეღავათიან, დაბალპროცენტიანი საბანკო სესხების პროგრამას, რაც დაეხმარება მათ სწავლის საფასურის დაფარვაში.
  • სახელმწიფო გრანტი: სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო გრანტს, შესაძლებლობა ექნებათ თანხა გამოიყენონ ISET-ის სწავლის გადასახადის დასაფარავად.
მომავლის პერსპექტივები:
  • პროფესიული სტაჟირება რეგიონში და საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო კომპანიებსა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ლონდონის ოფისი და სხვ.
  • გამოყენებით კონცენტრაციებში მონაწილეობა, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, კერძო სექტორის განვითარება და სოციალური პოლიტიკა, რომლებიც ხორციელდება ნორვეგიის ეკონომიკის სკოლასა და სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.
  • სწავლის გაგრძელება დასავლეთის წამყვან სადოქტორო პროგრამებზე, სრული დაფინანსებით. ამჟამად ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, პენსილვანიის, ვორიკის და სხვა უნივერსიტეტებში.
  • საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამები: მეორე კურსის სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საზაფხულო სკოლებსა და კვლევით ვორქშოპებში ნორვეგიასა და შვეიცარიაში. ენერგეტიკის ეკონომიკის კონცენტრაციის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ერთი სემესტრი ისწავლონ ნორვეგიის ეკონომიკის სკოლაში, ბერგენში.
რეგისტრაცია: 
რეგისტრაციისა და მიღების პროცესი შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან:
  • ონლაინ განაცხადის შევსება,
  • წინასწარი შესარჩევი გამოცდების ჩაბარება,
  • გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).
საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
 
ISET-ის შესახებ: ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეიქმნა 2006 წელს მსოფლიო ბანკის, BP-ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის “ღია საზოგადოება” (OSI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით. ISET-ის 300 კურსდამთავრებულიდან 100% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნულ ბანკებსა და სამინისტროებში. კურსდამთავრებულების ნაწილი სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის და პენსილვანიის უნივერსიტეტები.

საკონტაქტო პირი: მაია სურგულაძე
ელ-ფოსტა: AdmissionsMA@iset.ge
ტელ.: (+995) 322 507 177 (შიდა 104)
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები