GE
ტრენინგი - სარემონტო პროექტის ეფექტური მართვა!
ღირებულება: 500 ლარი
კურსი განკუთვნილია: დამწყები დიზაინერებისათვის, არქიტექტორებისთვის და ყველასთვის - ვისაც სურს შეაფასოს, პრაქტიკულად შეისწავლოს და მართოს შენობის ინტერიერის სარემონტო სამუშაოები. კომპანიებისთვის, ვინც დაკავებულია სამშენებლო-სარემონტო ბიზნესით და სურს გააღრმავოს და გააფართოვოს ცოდნის არიალი რემონტის მართვის სფეროში, შესაბამისად დამკვეთს შესთავაზოს სარემონტო პროექტის მართვის ეფექტური სერვისი.
 
მიზანი: შეძლო ოპტიმალურად დაგეგმო და მართო რემონტთან დაკავშირებული დრო, რესურსები, ხარჯები და ხარისხი.
 
კურსის შემადგენლობა:          
  • მენეჯერის როლი რემონტის მსვლელობაში;
  • გეგმარების პროცესი - პროექტის შემადგენელი ნახაზები და ვიზუალები;
  • სარემონტო სივრცის ანალიზი, დათვალიერება-შეფასება;
  • ტექნოლოგიური ნაწილი - სამუშაოთა ჩამონათვალის შედგენა და თანმიმდევრობის განსაზღვრა;
  • ბაზრის კვლევა, ანალიზი, მასალების შერჩევა და სპეციფიკაცია - მასალების შესყიდვა - მომარაგება;
  • ბიუჯეტის განსაზღვრა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • რემონტისათვის საჭირო ადამიანური რესურსები - მოძიება და მართვა;
  • დროის დაგეგმარება - გეგმა-გრაფიკის მომზადება;
  • ხელოსნებთან ურთიერთობის პრინციპები და მიდგომები;
  • ხარისხისა და დროის კონტროლის მექანიზმები;
  • შესრულებული სამუშაოების შემოწმება-ჩაბარება;
  • დუკუმენტაცია;
  • პროექტის მართვის ფსიქოლოგიური მიდგომები;
  • უსაფრთხოება ობიექტზე.
კურსდამთავრებულის უპირატესობა:
კურსდამთავრებული შეძლებს რემონტთან დაკავთირებული დროის ხარჯების და რესურსების მართვას ოპტიმალურად.
სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა: არანაკლებ საათნახევრი
კურსის ღირებულება ჯგუფში: 500 ლარი
 
კურსს უძღვება: სოფო ახვლედიანი - 12-წლიანი წარმატებული  სამუშაო გამოცდილება მოიცავს მრავალფეროვანი კომერციული და საცხოვრებელი ობიექტების პროექტების ხელმძღვანელობას საქართველოს მასშტაბით.
 
მას როგორც თანამშრომელს, ასევე მოწვეულ სპეციალისტ-დიზაინერს ნამუშევარი აქვს სასტუმროებზე, მაღაზიებზე, საქართველოს წამყვან ბანკებზე (პროკრედიტი, რესპუბლიკა, თიბისი ბანკი...) და სხვადასხვა ტიპის ობიექტებზე. ამჟამად, მეხუთე წელია “სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლში“ დიზაინერია, ასრულებს საინტერესო დიზაინერულ სამუშაოებს და უშუალოდ მართავს სარემონტო-სამშენებლო პროცესებს.
 
უმაღლესი განათლება ინტერიერის დიზაინის სპეციალობით მიიღო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ამერიკულ უნივესიტეტში - AUD (American University in Dubai) და დაამთავრა უმაღლესი ქულებით. არის არაერთი დიზაინის კონკურსის გამარჯვებული. აღსანიშნავია “Association of Professional Interior Designers” (APID)-ის მიერ ორგანიზებული “Annual Hotel Furniture Design Competition” კონკურსი, სადაც ცნობილი დიზაინერის, კარიმ რაშიდის მიერ პირადად დაჯილდოვდა სასტუმროს საუკეთესო დიზაინისთვის.
 
გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული ტრეინინგის ჩატარება, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები