GE
სწავლა საზღვარგარეთ - College Counseling-ის სერვისი

სწავლა საზღვარგარეთ College Counseling-ის მომსახურებით იწყება.

გარდა იმისა, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა საფუძვლიანად მოემზადოთ საერთაშორისო ტესტირებებისათვის, ჩვენ დაგეხმარებით ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში, ინგლისურენოვან და გერმანულენოვან პროგრამებზე ჩაბარებაში.

წარმოგიდგენთ College Counseling-ის ნოვატორულ სერვისს, რომელიც მოიცავს:

  • სასურველი პროგრამების მოძიებას;
  • ევროპასა და ამერიკაში უნივერსიტეტის შერჩევას;
  • დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას;
  • სასურველ უნივერსიტეტებთან კონტაქტის დამყარებას;
  • შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გადაგზავნას.

პარტნიორი უნივერსიტეტების შემთხვევაში მომსახურება უფასოა!

გერმანულენოვანი ბაკალავრიატი:

  • გერმანულენოვანი College Counseling-ის მომსახურება ვრცელდება მხოლოდ საბაკალავრო და ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელ პროგრამებსა და ენის კურსებზე.
  • მომსახურების მინიმალური ღირებულება 600 ლარი, ყოველი დამატებითი უნივერსიტეტი 150 ლარი.

ინგლისურენოვანი ბაკალავრიატი:

  • მომსახურების მინიმალური ღირებულება 600 ლარი, ყოველი დამატებითი უნივერსიტეტი 150 ლარი. მაგალითად 2 უნივერსიტეტის ღირებულება იქნება 750, სამის 900 და ასე შემდეგ.
  • უნივერსიტეტების რაოდენობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ პაკეტი, რომლის ღირებულება 1500 ლარია და გულისხმობს მაქსიმუმ 10 უნივერსიტეტზე დახმარებას.

ინგლისურენოვანი მაგისტრატურა:

  • ერთი უნივერსიტეტის ღირებულება 450 ლარია
  • ​პაკეტის ღირებულება 1500 ლარია და მოიცავს მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტს.

მომსახურებით სარგებლობის პერიოდში სასერტიფიკატო კურსებზე (SAT, TOEFL, IELTS) გათვალისწინებულია 10% და 15%-იანი ფასდაკლება (პარტნიორი უნივერსიტეტების გარდა). 

ყველა მსურველმა, ვინც ჩვენი დახმარებით გააგრძელა სწავლა ამერიკისა და ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, მოიპოვა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

  • Erasmus-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებისათვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 500 ლარით.
  • DAAD – 550 ლარი
  • Chevening – 620 ლარი
  • Nuffic – 620 ლარი.

მომსახურების მისაღებად უნდა დარეკოთ ჩვენს ოფისში მითითებულ ნომერზე და ჩაეწეროთ პირველად უფასო კონსულტაციაზე.

 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები