GE
B2 დონის სერტიფიკატისთვის მოსამზადებელი სპეც-კურსი
Oxford Academy აცხადებს მსმენელების მიღებას B2 დონის სასერტიფიკატო კურსზე!

ეს კურსი სპეციალურადაა შექმნილი მათთვის, ვისაც სურს B2 დონის სერტიფიკატის აღება ინგლისურ ენაში, რომელიც ათავისუფლებს ინგლისური ენის გამოცდისაგან მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.

ამ კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც გარკვეული ბაზა აქვს ენაში, მინიმუმ Intermediate (B1);
დონის დადგენა უფასოდ არის შესაძლებელი ჩვენთან ტესტირების და გასაუბრების   საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ ბაზას, მაშინ მას მოუწევს ჯერ ზოგადი ინგლისურის წინა საფეხურის გავლა და შემდეგ გადავა ის B2 დონის ჯგუფში.

სწავლების მეთოდი:
სწავლება მიმდინარეობს OXFORD-ის პროგრამებით, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად;
 
სწავლების მეთოდი ითვალისწინებს ხუთი მნიშვნელოვანი პუნქტის კომპლექსურ შესწავლას: გრამატიკას, საუბარს, აუდიო სწავლებას, წერისა და კითხვის უნარების გაუმჯობესებას.
 
კვირაში ერთი დღე გაკვეთილს (საუბრის ნაწილს) უძღვება უცხოელი სპეციალისტი!
 
კურსის აღწერა:

კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (48 აკადემიური საათი)
მსმენელების რაოდენობა ჯგუფში: 3-8 მსმენელი
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1,30 სთ. (გაკვეთილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯგუფში მსმენელების რაოდენობაზე);
სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ.
დღეები: ორშ. ოთხშ. პარ. ან სამშ. ხუთშ. შაბ.        
 
საათები: დროის არჩევა შესაძლებელია თქვენი სურვილის მიხედვით:
ა) 10:00-დან 17:00 საათამდე
ბ) 18:00-დან 21:00 საათამდე
 
კურსის ერთი თვის ღირებულება (12 აკადემიური საათი):
დრო:                                     10:00 - 17:00        18:00 - 21:00
ჯგუფური მეცადინეობა:   120 ლარი      -    135 ლარი
VIP ჯგუფი (2 მსმენელი):  170 ლარი      -    200 ლარი
ინდივიდუალური:             250 ლარი      -   280 ლარი
მცოცავი გრაფიკი:               280 ლარი      -   280 ლარი

P.S. სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური 20%-ანი ფასდაკლება.
 
რეგისტრაცია: რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია წინასწარ დარეკვა და დროების შეთანხმება ოქსფორდის აკადემიის ადმინისტრაციასთან ან სააპლიკაციო ფორმის შევსება.
 
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა B2 დონის საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერტიფიკატი.
 
ჯგუფებში გადანაწილება ხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე. ჯგუფები კომპლექტდება ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ.
 
სერტიფიცირება: იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი უკვე აკმაყოფილებს B2 დონის მოთხოვნებს, მაშინ მას შეუძლია კურსის გავლის გარეშე, პირდაპირ ჩააბაროს გამოცდა და აიღოს მისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც საერთაშრისოდაა აღიარებული. სერტიფიკატის აღება შესაძლებელია გამოცდების ჩაბარებიდან 3-10 სამუშაო დღეში. გამოცდაზე დასარეგისტრირებლად საჭიროა დარეკვა და წინასწარ ჩაწერა.
 
„ოქსფორდის აკადემია - წარმატებული კარიერის დასაწყისი!“
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები