GE
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მიხეილ ჯიბუტი
საკონტაქტო პირი: რატი აბულაძე; ტელ: 555 35 44 88
                                                                                                                                   
სტუდენტები იძენენ ცოდნას თეორიულ ეკონომიკაში, მათ შორის ეკონომიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, გამოიმუშავებენ დინამიკურ ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს, რაც მათ საშუალებას აძლევს თეორიული და სპეციალური ცოდნის სინთეზით დაეუფლონ კონკრეტული ეკონომიკური ანალიზის ჩვევებს. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს სახელმწიფო მართვის ორგანოებში, ბიზნესისა და აკადემიურ სფეროებში, საერთაშორისო და არასამთავრობო  ორგანიზაციებსა და ფირმებში. ბაკალავრიატის სტუდენტები მერვე დამამთავრებელ სემესტრში სასწავლო პრაქტიკას გადიან ეკონომიკის დარგის სახელმწიფო ორგანოებში ან/და  კერძო კომპანიებში, ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო  და სამეცნიერო-კვლევით ორგანოზაციებში.
 
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები
 
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მისცეს თეორიული ეკონომიკური ცოდნა, შეუქმნას წარმოდგენა ეკონომიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, გამოუმუშაოს დინამიკურ ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები. შექმნას ეკონომიკის სფეროში მოღვაწეობისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაგმატულად ორიენტირებული გამოცდილების  მიღების შესაძლებლობა, თეორიული და სპეციალური ცოდნის სინთეზით მოახდინოს კონკრეტული ეკონომიკური ანალიზის ჩვევების გამომუშავება.
 
პროგრამა უზრუნველყოფს ბაკალავრისათვის აუცილებელი კომპეტენციის განვითარებას.
 
ცოდნა და გაცნობიერება: კურსდამთავრებულებს ექნებათ ცოდნა ფუნდამენტურ და სპეციალურ ეკონომიკურ დისციპლინებში;
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებების საფუძვლების შესწავლით, სტუდენტებს ექნებათ თეორიული  ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირების შესაძლებლობა და გამოუმუშავდებათ თეორიული ინფორმაციის ანალიზისა და გამოყენების უნარი როგორც მაკროეკონიკის, ასევე მიკროეკონიკისა და საერთაშორისო ეკონომიკის  სფეროში;
 
დასკვნის უნარი: კურსდამთავრებულებს ექნებათ უნარი, კრიტიკულად გაიაზრონ მიღებული ინფორმაცია და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. მსჯელობისა და ანალიზის უნარის გამომუშავებით,  მათ შეეძლებათ  არგუმენტირებულად იმსჯელონ და დაასაბუთონ თავიანთი შეხედულებები;
 
კომუნიკაციის უნარი: სტუდენტები შეძლებენ თავიანთი მოსაზრების წერილობით და სიტყვიერად გადმოცემას,  მოვლენების აღწერას და პრობლემების დასაბუთებას. მათ შეეძლებათ მინაწილეობა მიღონ დისკუსიებში, გაკეთონ მოხსენებები და წარმოადგინონ პრეზენტაციები.
 
სწავლის უნარი: ეკონომიკის სფეროს შესწავლის შემდეგ, კურსდამთავრებულებს შეეძლებათ  თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით განაგრძონ საკითხის შესწავლა, შეძლებენ აირჩიონ სფერო, სადაც ისინი გააგრძელებენ პროფესიული თვისებების სრულყოფას.
 
ღირებულებები: კურსდამთავრებულებს შეეძლებათ შეაფასონ თავისი და სხვების დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკური სისტემის, ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, საკუთარი დამოკიდებულებების სხვებისათვის გაუზიარება. 
 
უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემა
 
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-(A) ფრიადი – 91-100 ქულა;
 (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
 (C) კარგი – 71-80 ქულა;
 (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
 (E) საკმარისი – 51-60 ქულა.ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად. 
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი  სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე დასვების წინაპირობა:
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს საერთო ეროვნული გამოცდებით განსაზღვრულ მინიმალური კომპეტენციის კრიტერიუმებსა და საუნივერსიტეტო პირობებს. სწავლა-სწავლების მეთოდები გამოიყენება გონებრივი იერიშის, დისკუსია-დებატების, ჯგუფური მუშაობის, შემთხვევის ანალიზის მეთოდები. აგრეთვე დემონსტრირების მეთოდი, ახსნა–განმარტებითი მეთოდი, წიგნზე მუშაობის მეთოდი, ელექტრონული სწავლება და სხვ.
 
მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამაში მოცემული შედეგების მიღწევას სწავლის პროცესის სტუდენტის მაღალი მომზადების დონის საბოლოო შედეგზე ორიენტაციის გზით. პროგრამის განხორციელებისას გამოყენებული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდები. პროგრამის თითოეულ საგანში დაბალანსებულია თეორიული სწავლება და პრაქტიკული მეცადინეობები.
 
თეორიული მეცადინეობა გულისხმობს ლექციებს, სემინარებს, სპეციალური ლიტერატურის დამუშავებას, მოხსენებების პრეზენტაციას. იგი ემსახურება წიგნზე მუშაობის, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების უნარის გამომუშავებას. სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად ეძლევა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის, მოხსენების გაკეთების გზით და სხვ.
 
სალექციო კურსის თეორიული მასალა ინტერაქტიული სწავლების ძირითად სტრატეგიებს ეყრდნობა. სწავლების აქტივიზაციისთვის ხდება ადრე მიღებული ცოდნის გამოყენება. საგნის შესასწავლად გამოყენებულია სიტყვიერი, თვალსაჩინოების ჩვენება Power Point-ით.
 
პრაქტიკული მეცადინეობები კი ემყარება შემთხვევის ანალიზს, მუშაობას მცირე ჯგუფებში, რეალური ბიზნეს საქმიანობებისა და კომპანიების მენეჯერულ, ფინანსურ, სტრატეგიულ, მარკეტინგულ ანალიზს. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტს გამოთქვას საკუთარი აზრი როგორც რეალურ სიტუაციებზე, ასევე შეადაროს ერთმანეთს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში არსებულ ვითარებას. ანალიტიკურად გაიაზროს ნასწავლი მასალა და ისწავლოს მოვლენების ახსნა-განმარტება, აღწერა და ანალიზი. იგი მოითხოვს სტუდენტისაგან გონებრივ იერიშს დასმულ საკითხზე.
 
სასწავლო საგნების გარკვეული დისციპლინების ნაწილი (ბუღალტრული აღრიცხვა, მიკროეკონომიკა, სტატისტიკა და სხვ.) დამყარებულია სავარჯიშოებსა და ამოცანების ამოხსნაზე, რაც აადვილებს თეორიული მასალის გააზრებას და შესწავლას. ყველა ლექცია ეფუძნება ახსნა–განმარტებით მეთოდს, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები კი - ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას. ლექციაზე სალექციო მასალის ვიზუალურ პრეზენტაციას თან ახლავს ვერბალური განმარტება; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პირდაპირი სწავლებისა და კოლექტიური (ჯგუფური) შესწავლის მეთოდებს.
 
სწავლებისას გამოყენებული მეთოდები ითვალისწინებს საგნის სპეციფიკას და ემსახურება როგორც მასალის თეორიულ აღქმას, ასევე მის ვიზუალურ წარმოდგენას, რომელიც შესაძლებელია სასწავლო ვიდეო-ფილმების, სქემების, დემონსტრირების მეთოდის გამოყენებით. ხშირ შემთხვევაში ადგილი 4 აქვს მეთოდთა შერწყმას, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. სწავლების ეს მრავალფეროვანი მეთოდები მიმართულია პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები