GE
საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი ცვლილებების გათვალისწინებით

საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი ცვლილებების გათვალისწინებით, თეორიისა და პრაქტიკის შერწყმით - მოქმედი და დამწყები ბუღალტრებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

თუ თქვენ ხართ დამწყები ან პრაქტიკოსი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი, აუდიტორი, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს წარმომადგენელი, მეწარმე ან უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული პირი ჩვენი კურსი დაგეხმარებათ კარგად გაერკვეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ყველა ნიუანსში, პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლოთ ყველა მუხლის მოქმედების არეალი.

კურსს უძღვებიან: მირიან გაბუნია, თეა გორგოძე

მირიანი გაბუნია საგადასახადო აუდიტის სფეროში ერთ-ერთი აღიარებული აუდიტორია. საგადასახადო და დაბეგვრის სფეროში მას იცნობენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე აუდიტორს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით,რომელსაც  ასევე გაჩნია მისწავლეებთან მუშაობის  გამოცდილება ძირეულად ფლობს ნებისმიერი ბიზნესკომპანიის საქმიანობის საგადასახადო სპეციფიკასა და ნიუანსებს.

თეა გორგოძე   შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მთავარი ოფიცერი, საგადასახადო სფეროში ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური სპეცილისტია მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით.

სასწავლლო პროგრამა მოიცავს საგადასადო კოდექსის ყველა თემას, ლექციები ინტერაქტიურია და მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს, ყველა ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანას და რაც მთავარია, თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიკაციურ კონსულტაციებს და პრაქტიკულ რჩევებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სირთულის საკითხებზე  საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი და მისი ნოვაციები კონკრეტული საქმეების, პრაქტიკული ამოცანების და სიტუაციურ მაგალითებზე; საგადასახადო კოდექსი ცვლილებამდე და ცვლილებების ჩათვლით;

  • ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლების არსი გადასახადების მიხედვით, კოდექსის მუხლების შესაბამისად;
  • ამა თუ იმ გადასახადზე რისკის მატარებელი ან ბუნდოვანი ჩანაწერი;
  • მაგალითები საგადასახადო ორგანოების მხრიდან განხორციელებული დარიცხვის პრაქტიკის მიხედვით და ასეთ დროს საჭირო მიდგომა;
  • კაზუსები და საგადასახადო დავების პრაქტიკა;
  • მსმენელების მიერ წარმოდგენილი მაგალითები, ასევე პრაქტიკაში საწარმოების მიერ დაშვებული დარღვევები და ამ მაგალითების შესაბამისად დავების განმხილველი ორგანოების მხრიდან მიდგომები გამოტანილი გადაწყვეტილებების დამოწმებით, აგრეთვე უახლოესი მანუალების (სიტუაციური სახელმძღვანელო) შესაბამისად;
  • საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტები და მათი გავლენა გადასახადებზე;
  • საქონლის, კაპიტალის, სახმარი ღირებულების, თვითღირებულების და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობის ზოგადი წარმოდგენისათვის;
  • ზოგადი დებულებები (მ.1-19)
  • გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი, საწარმო, ორგანიზაცია, მეწარმე ფიზი-კური პირი (მ.20-37)
  • გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა . გადასახადის გადამხდელის უფლე-ბები და ვალდებულებები (მ. 38-44).
  • გადასახადის გადამხდელისთვის ინფორმაციის მიწო-დება (მ.46-47)
  • საქართველოს საგადასახადო ორგანოები, უფლებები და ვალდებულებები (მ.48-52)
  • საგადასახადო ვალებულება და მისი შესრულება. საგადასახადო ანგარიშგება (მ.5-78)
  • საშემოსავლო გადასახადი (მ.79-82). 
  • საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიური დეკლარა-ცია.
  • სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები (მ.83-95) 
  • ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზ.პირისთვის. მცირე ბიზნესის ყოვეთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის შევსება.
  • მოგების გადასახადი (მ.96-99) 
  • მოგების ყოველთვიური დეკლარაცის შევსება.
  • ერთობლივი შემოსავალი (მ.100-104)
  • გამოქვითვები და ზარალი (მ.105-122)
  • შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან (მ.130-134) 
  • გადასახადის წყაროსთან დაკავების წესი (მ.154).
  • გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსება. განაცემთა შესახებ ინფორმაცია.
  • საგადასახადო აღრიცხვის წესები. დეკლარაცის წარდგენა (მ 135-155)
  • დამატებული ღირებულების გადასახადი (მ.156-181) დღგ-ს დეკლარაცის შევსება.
  • აქციზი (მ.182-194) აქციზის დეკლარაცია.
  • იმპორტის გადასახადი (მ.195-199)
  • ქონების გადასახადი(მ.200-206).ფიზ. პირის და საწარმოს ქონების დეკლარციის შევსება.
  • საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები (მ.238-254)
  • საგადასახადო კონტროლი. მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მ.255-261)
  • საგადასახადო შემოწმება (მ.269-291)
  • საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა (მ. 269-291)
  • საგადასახადო შეთანხმება (მ.292-295)
  • საგადასახადო დავა (მ.296-308)
  • გარდამავალი დებულებები (მ.309)

კურსები განკუთვნილია ფიზიკური, ასევე კორპორატიულ პირებისთვის.

კურსის ხანგრძლივობა: 40+2 საათი
სალექციო დრო: სამუშაო დღეებში 19:00. შაბათ-კვირას შეთანხმებით.
კურსის ღირებულება: 430 ლარი (ჯგუფში 3-6 მოსწავლე)

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები