GE
ტრენინგი ოფისის მენეჯმენტში

ტრენინგი ოფისის მენეჯმოფისის მენეჯერი პირობითი სახელწოდებაა პროფესიული უნარ–ჩვევებისთვის, რომელიც საჭიროა სამუშაო სივრცის ორგანიზებისთვის, დროისა და მატერიალური რესურსების ეფექტიანი გამოყენებისთვის. სამუშაო სივრცე და სამუშაო პროცესის მოქნილი მართვა სჭირდება ყველას.

გვსურს, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროთ თქვენ, ვინც აპირებთ ან უკვე დასაქმებული ხართ სამოქალაქო ან საჯარო სექტორში; მართავთ საკუთარ საქმეს და გჭირდებათ პრაქტიკული რჩევები, აქტუალურ კითხვებზე პასუხები, მარტივი და ეფექტური სამოქმედო გეგმები, უნივერსალური საშემსრულებლო პრინციპები, რისკები და მათი პრევენცია.

რა შეგიძლიათ ისწავლოთ:

ეს ტრენინგი პრაქტიკული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული და მოიცავს შემდეგ თემებს:

ა) სხვადასხვა დასახელების დოკუმენტების დანიშნულება, სტრუქტურა, შინარსი, გამოყენების სათანადოობა

მაგალითად:

  • მართვითი დოკუმენტები – რა არის რეზოლუცია, როგორია განკარგულების სტრუქტურა, რა შემთხვევაში იწერება ოქმი, რა შემთხვევაშია საჭირო დამფუძნებლის გადაწყვეტილება და სხვა.
  • ფინანსური დოკუმენტები – როგორ შევადგინოთ ხელშეკრულება მარტივად, რას წარმოადგენს ინვოისი, როგორ არის დაკავშირებული სხვა დოკუმენტებთან მიღება–ჩაბარების აქტი, რას არის ორდერი და სხვა.
  • საურთიერთობო დოკუმენტები – როგორ უნდა გაფორმდეს რესპექტაბელური კომპანიის წერილი, რა შემთხვევებში გამოვიყენოთ ელფოსტა, რატომ უნდა აღვრიცხოთ კორესპონდენცია, რისთვის არის შიდასამსახურეობრივი მომოწერის დოკუმენტები და სხვა.

ბ) ძირითადი რუტინული პროცესების მართვა

  • მცირე აქტივების, სახარჯი მასალების შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება;
  • დოკუმენტების მატერიალური და ელექტრონული არქივების წარმოება;
  • პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • სხვადასხვა ხასიათის შეხვედრების ან გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება – შესაბამისი პროტოკოლის შემუშავება;
  • სამუშაო სივრცის ფიზიკური მართვა;
  • სამუშაო და დასვენების დროის განაწილება;
  • თანამშრომლობის კულტურა და ეტიკეტი;
  • და სხვა

ტრენერები:

ელენა ბენდელიანი:
11 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება შუა რგოლის მენეჯერისა და ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე საჯარო და კერძო სექტორში.

ბაქარ მენთეშაშვილი:
10 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება იურიდიულ საქმიანობაში საჯარო და კერძო სექტორში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 39 სთ (13 შეხვედრა სამ საათიანი)
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი

ტრენინგის დაწყების თარიღი: 10 ივნისი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 10 ივნისი (დღის 12 საათამდე)

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი 20:00; ოთხშაბათი 19:00;

სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში. 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები