GE
საჯარო და კერძო სექტორის HR ბიზნეს პარტნიორების სასწავლო კურსი
ღირებულება: 450 ლარი
თუ გსურთ გახდეთ სრულფასოვანი HR ბიზნეს პარტნიორი და ექსპერტი, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში, მაშინ დროა დარეგისტრირდეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო კურსზე, სადაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები დაგეხმარებიან შეიძინოთ და განივითაროთ შესაბამისი კომპეტენციები.

VIP INTELLECT GROUP-ის პროფესიონალთა გუნდი და ტრენერები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას, მაგრამ ამავდროულად არ შევჩერდეთ და შევისწავლოთ ახალი პროფესია, გთავაზობთ სხვადასხვა პროფესიების შესწავლას დისტანციურად.

სამიზნე აუდიტორია:
სასწავლო კურსი განკუთვნილია საჯარო და კერძო სექტორში მომუშავე საშუალო და დაბალი რგოლის ადამიანური რესურსების მენეჯერებისათვის და სპეციალისტებისათვის.

კურსი ასევე არის კარგი სტარტი დამწყები სპეციალისტებისთვის ვისაც სურთ კარიერა ადამიანური რესურსების მართვას დაუკავშირონ.
 
სასწავლო კურსის თემატიკა:
  • ადამიანური კაპიტალის მართვის ზოგადი მიმოხილვა
  • ადამიანური კაპიტალის ბრენდინგი
  • ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირება
  • შრომის კანონმდებლობა და სამართლებრივი ჩარჩო
  • ეთიკისა და ქცევის სტანდარტები
  • სამუშაო ანალიზი
  • სამუშაო აღწერილოები
  • ცვლილებების მართვა და რეორგანიზაცია
  • ცვლილებების და თანამშრომელთა ქცევის მართვა
  • თანამშრომელთა შერჩევა
  • თანამშრომელთა შეფასება
  • თანამშრომელთა ორგანიზაციიდან გასვლა
საბოლოო პრეზენტაციების წარდგენა და სასწავლო კურსის დახურვა/შეჯამება
 
კურსდამთავრებულის უპირატესობები:
  • ადამიანური რესურსების მართვის პროცესების დეტალური და არა ფრაგმენტული გაცნობა;
  • სრულყოფილი მასალები და სამუშაო ფორმები, რომლებიც სასწავლო კურსში მონაწილე პირებს უსასყიდლოდ გადაეცემათ და შეეძლებათ მათი პრაქტიკაში დანერგვა შესაბამის ორგანიზაციებში;
  • საჯარო და კერძო სექტორის HR სტანდარტების გაცნობა და შედარებითი ანალიზი;
  • საქართველოში მოქმედი შრომის სამართლის დეტალური განხილვა და ანალიზი;
  • ეთიკის და ქცევის თანამდეროვე სტანდარტების პრაქტიკული გამოყენების შესწავლა;
  • ადამიანური რესურსების მართვის სრული ციკლის მართვის უნარების შეძენა/გაუმჯობესება;
  • პრაქტიკული სამუშაოები და სამუშაო ჯგუფის აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.
კურსი მოიცავს: 24 საათს
ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი
კურსის ღირებულება: 450 ლარი
 
კურსს უძღვებიან:
თამარ შუკაკიძე: 12 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მქონე ექსპერტი ადამიანური რესურსების მართვისა და ბიზნეს კონსალტინგის სფეროში. მუშაობდა წამყვან კომპანიებში საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ოპერირებდნენ სხვადასხვა სფეროში (FMCG, Real Estate Development, Financial Management and OPIC Load Origination, Business Consulting, Fashion Industry, Television and Broadcasting, New Media etc.). 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე.  2015 წლიდან არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი და QMS მენეჯერი (რწმუნებული ხარისხის დარგში / ხარისხის მენეჯერი). პარალელურად არის HR ბლოგერი, მოწვეული სპიკერი და ტრენერი. აქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები