GE
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა:
 
მისანიჭებელიაკადემიურიხარისხი: სამართლისბაკალავრი
კრედიტებისრაოდენობა: 240 ECTS კრედიტი
პროგრამისხელმძღვანელი: პროფესორი მინდია უგრეხელიძე
საკონტაქტო პირი: პაპუნა გურული; ტელ: 595 07 07 46
 
პროგრამა აკრედიტებულია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის №203 გადაწყვეტილებით.
 
სამართლის საბაკალავრო პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ იურისტად და ჰქონდეს წარმატებული კარიერა.
 
პროგრამა შემუშავდა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სამართლის დარგობრივ მახასიათებელზე დაყრდნობით, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, კონკრეტულად რა უნდა იცოდეს, რისი გაკეთება უნდა შეეძლოს და რა ღირებულებების მატარებელი უნდა იყოს იურისტი, გაანალიზდა საუკეთესო პრაქტიკა. 
 
პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებით, მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესით და საუკეთესო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
 
უნივერსიტეტში ხშირად იმართება შეხვედრები სფეროს ცნობილ წარმომადგენლებთან, ასევე, ეწყობა იმიტირებული სასამართლო პროცესები, სტუდენტური კონფერენციები და სხვა სახის მრავალფეროვანი ღონისძიებები, რაც სტუდენტებს კარგი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს.
 
უნივერსიტეტი თანამშრომლობს  სამართლის სფეროში წამყვან პოტენციურ დამსაქმებლებთან, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გაიარონ პრაქტიკა, სტაჟირება, ასევე, კურსდამთავრებულებს - წარმატებით დასაქმდნენ.
 
უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები და ხელშეკრულებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, სააპელაციო სასამართლოსთან და სხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებთან, რაც ძალიან კარგ შესაძლებლობებს სთავაზობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
 
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა განაგრძონ შესაბამისი მიმართულებით მაგისტრატურაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 
 
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები
 
პროგრამის მიზანია შეასწავლოს სტუდენტს  სამართალი, როგორც დარგი, სამეცნიერო და სასწავლო დისციპლინა; მისი წარმოშობისა და განვითარების ისტორია, წყაროები, ძირითადი პრინციპები და ცნებითი აპარატი; ობიექტი და სუბიექტები; დანიშნულება და როლი მართლწესრიგის უზრუნველყოფაში; სამართლის ცალკეულ დარგებად დაყოფის პრინციპი და თითოეული დარგის სპეციფიკა, ტრადიციული(კლასიკური) და თანამედროვე დარგები. იურიდიული უწყებების, დაწესებულებების თუ ორგანიზაციების ფუნქცია, მექანიზმები და მუშაობის სპეციფიკა. დავებისა და კონფლიქტების მოგვარების სასამართლო, კვაზისამართლებრივი და საარბიტრაჟო საშუალებები. მოამზადოს სტუდენტი როგორც შიდა სამართლის, ისე საერთაშორისო სამართლის პრობლემატიკაში; მატერიალური და პროცესუალური სამართლის ფუძემდებლურ დებულებებში; გააცნოს მას საჯარო და კერძო სამართლის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. შეასწავლოს  სამართლის განვითარების უახლესი ტენდენციები; პროგრამა მიზნად ისახავს, აგრეთვე, სტუდენტის მომზადებას პრაქტიკული საქმიანობისა და მაგისტრატურისთვის. ბაკალავრიატში სწავლის პროცესში სტუდენტი დაეუფლება უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეაძლებინებს მას, ჩამოყალიბდეს კვალიფიციურ იურისტად, რომელსაც ექნება უნარი ჩამოაყალიბოს სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის განსხვავებული მიდგომები; ასევე, ბაკალავრს ექნება უნარი, თავისი ხედვა წარმოადგინოს ზეპირად, პრეზენტაციის ფორმატით გადასცეს აუდიტორიას და დისკუსიის შემთხვევაში დაიცვას თავისი პოზიცია.
 
საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს სამართლის ბაკალავრისათვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარებას, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს და სამართლის დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისად.
 
ცოდნა და გაცნობიერება: გაცნობიერებული აქვს სამართლის არსი და სამართლის ფუნდამენტური პრონციპების მნიშვნელობა სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის; გააჩნია ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური ნორმების ფართო და სისტემური ცოდნა, რომელიც მოიცავს სამართლის თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას, სამართლის სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერებას;
 
კურსდამთავრებული იცნობს სამართლის განვითარების ტენდენციებსა და მისი სრულყოფის პერსპექტივებს, კანონმდებლობის განვითარების მიმართულებებს; საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციის არჩევითი მოდულების ფარგლებში ინდივიდუალური პროფილის ფორმირებითა და დაძლევით, შეძენილი აქვს საჯარო, კერძო, სისხლის ან/და საერთაშორისო სამართლის სიღრმისეული ცოდნა.
 
კურსდამთავრებულმა იცის: სამართლის ცნება  და  ფუნქციები, სამართლის  თეორიები, ძირითადი პრინციპები, სამართლის ნორმის სტრუქტურა, სახეები, განმარტების მეთოდები, სამართლის შეფარდება, სამართლის ენა, სამართლის სისტემები; სახელმწიფოს ცნება და ფუნქციები, სახელმწიფოს მმართველობის და ტერიტორიული ორგანიზაციის ფორმები; წარმომადგენლობითი და უშუალო დემოკრატიის ფორმები, სახელმწიფო მოწყობის სხვა საკითხები, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები; ქართული სამართლის ისტორიული წყაროები, ძველი ქართული სამართლის დარგები/ინსტიტუტები, ქართული სახელმწიფოს მოწყობის ისტორიული ასპექტები; ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათი დაცვის გარანტიები; ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის არსი, პრინციპები, წყაროები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების თავისებურებები, ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმები, ადმინისტრაციული წარმოების სახეები და თავისებურებები; კერძო სამართლის სისტემა, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, მათ შორის სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი, საკორპორაციო სამართალი; სისხლის სამართლისძირიტადი ცნებები, პრინციპები და ინსტიტუტები; დანაშაულის არსი, სახეები, სისხლის- სამართლებრივი პასუხისმგებლობის (სასჯელის) არსი, სახეები, თავისებურებები; საერთაშორისო საჯარო სამართლის წყაროები, ძირითადი პრინციპები, საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობები; კონსტიტუციური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოების არსი, პრინციპები, თავისებურებები (პროცესუალური სამართალი).
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: შედგენა შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. კურსდამთავრებულს აქვს სამართლებრივ პრობლემატიკაში თავისუფალი ორიენტაციის უნარი; კურსდამთავრებული დაუფლებულია კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტის ტეqნოლოგიებს, შეუძლია მოიძიოს პრობლემური სუტუაციის შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტა. კურსდამთავრებულს შეუძლია იურიდიული შინაარსის დოკუმენტების (ნორმატიული აქტის პროექტების, განაჩენის, განჩინების, გადაწყვეტილების პროეqტების, ხელშეკრულების, საჩივრის, სარჩელის, წესდებისდა ა.შ.) შედგენა. კურსდამთავრებული სამართლებრივი პრობლემების გადასაჭრელად იყენებს შესაბამის მეთოდებს და წინასწარი მითითებების საფუძველზე ახორციელებს პრაქტიკული ხასიათის საქმიანობას.
 
დასკვნის უნარი: სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი სტანდარ ტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება.კურსდამთავრებულს აქვს სამართლებრივი ხასიათის მონაცემების შეგროვებისა და განმარტების უნარი. კურსდამთავრებულს აქვს სამართლებრივი პრობლემის ხედვისა და ანალიზის საფუძველზე მისი გადაწყვეტის, თეზისის განვითარებისა და შერჩეული მიდგომის დასაბუთების, აგრეთვე სამართლებრივად დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.
 
კომუნიკაციის უნარი: იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალის ტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა ქართულ და უცხოურ ენებზე, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება. პროგრამის გავლის შემდეგ ბაკალავრს შეუძლია სამართლებრივ საკითხებზე  თანამიმდევრულად და აკადემიურად ჩამოაყალიბოს იდეები, მოსაზრებები და ინფორმაციები როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით მშობლიურ და არანაკლებ ერთ უცხოურ ენაზე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით. 
 
კურსდამთავრებული ფლობს და თავისუფლად, შემოქმედებითად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტეqნოლოგიებს, აქვს ინტერნეტისა და სხვა ელეqტრონული წყაროების გამოყენების უნარი, კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოძიებისათვის დამოუკიდებლად ითვისებს ახალ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.
 
სწავლის უნარი: საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა.კურსდამთავრებულს აქვს განათლების მიღების პროცესის თანამიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასების და შემდგომი სწავლის საჭიროების განსაზღვრის უნარი. კურსდამთავრებულს აქვს საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაqტიკის, სამართლის სფეროში არსებული სიახლეების მიდევნების და ცოდნის მუდმივი განახლების უნარი.
 
ღირებულებები: სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთვარებული მოწოდებულია მიიღოს მონაწილეობა  ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასკმკვირდებლად. სამართლის სწავლებაში საყრდენად და ორიენტირად უპირატესად გამოიყენება საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებანი,რომლის აღმსარებელია ყველა წარმოშობისა და ტიპის ერი, კულტურა,ეთნოსი თუ პიროვნება.ეს გახლავთ კურსდამთავრებულის უმნიშვნელოვანესი
ფასეულობანი: სამართლიანობა და ჰუმანიზმი, კოლეგიურობა და პლიურალიზმი, საქვეყნოობა და გამჭვირვალობა, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტული დაცვა და სხვა დემოკრატიული განზომილებანი. პროფესიულ საქმიანობას წარმართავს პიროვნული ღირებულებების დაცვით და იცნობს იურისტის საქმიანობის ეთიკის ფარგლებს. მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებები სგანხორციელებას და იმოქმედოს სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით.
 
უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემა
 
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა.
 
საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი  სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა; 5
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას: 
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ბაკლავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღება სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები.ასევე პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის უფლება,ამისათვის დადგეილი პროცედურების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
 
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
ვერბალური და წერითი მუშაობის მეთოდები;წიგნის დამუშავების ჯგუფური (collaborative); პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL); თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება; ევრისტიკული მეთოდი; შემთხვევის ანალიზი (Case study); გონებრივი იერიში (Brain stormingეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:
 
ა) პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა;
ბ)დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩა- ნიშვნა (ძირითადად დაფაზე);
გ) გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან; დ) კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა;
ე) შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;
ვ) უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო
 
საშუალების გამოვლენა; როლური და სიტუაციური თამაშები; დემონსტრირების მეთოდი; ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი:
 
ა) სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავ- ლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ;
ბ) სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცე- სი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ;
გ) სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, რითაც მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება;
დ) სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას;
ე) ახსნა-განმარტებითი მეთოდი; ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება.
 
სწავლის შეღავათიანი პირობები:
აბიტურიენტი, რომელიც თავის განცხადებაში ამ საბაკალავრო პროგრამას მიუთითებს პირველ, მეორე ან მესამე ნომრად, მოიპოვებს ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტს და ჩაირიცხება ქართულ უნივერსიტეტში ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამაზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ისარგებლებს შემდეგი სახის ფინანსური მხარდაჭერით:
  • სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა 100% გრანტი დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;
  • 70%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის დარჩენილ 30%-ს;
  • 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის 20%-ს;
ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები