GE
სასაუბრო ინგლისურის სწრაფი კურსი

სწავლება ონლაინ!

ტრენინგ ცენტრი NB გთავაზობთ სასაუბრო ინგლისური სწრაფად შემსწავლელ კურსებს:

მათთვის ვისაც სურს სასაუბრო უცხო ენის შესწავლა სწრაფად და ხარისხიანად, ჩვენ გთავაზობთ სწავლების ყველაზე ეფექტური მეთოდების გამოყენებით, შეისწავლო სასაუბრო ინგლისური 3 თვეში.

დახვეწო შენი მეტყველება და გამართულად შეძლო საუბარი ყველა საჭირო და აუცილებელი თემატიკის ირგვლივ, ამისათვის შედგენილია პროგრამა რომელიც მოიცავს სწავლების შემდეგ მეთოდებს:

  1. PBL- პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება.
  2. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება,რაც გულისხმობს თეორიული მასალის პრაქტიკულ ინტერპრეტაციას.
  3. Cooperative - თანამშრომლობითი სწავლება.
  4. ანალიზის და სინთეზის მეთოდი.
  5. ე.წ. Listening - ი საშუალებას მოგცემთ, მოისმინოთ ჩანაწერები პირდაპირ უცხოური საიტებიდან, რომელიც დალაგებულია თემატურად და სირთულის მიხედვით.

სრული სამთვიანი კურსის ხანგრძლივობაა: 36 ლექცია.
მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ. 1 სთ. 

ღირებულება: 
6 სთ-მდე ჯგუფში (3-5 კაცი), 130 ლარი (1 თვე); 150ლ (2-კაციან ჯგუფში); 
7-8 სთიან ჯგუფში 150ლ. (3-5 კაცი); ინდივიდუალურად 230 ლარი (1 თვე).

კურსის ბოლოს თქვენ შეძლებთ, თავი გაართვათ გამართულ მეტყველებას ყველა საჭირო და აუცილებელ თემატიკაზე დაყრდნობით ნებისმიერ სიტუაციაში.

კურსს უძღვებიან: ეროვნული თავდაცვის აკადემიის მოწვეული ლექტორი თამარ მენაბდე და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია "ალექსანდრე ქართველის" საგარეო ურთიერთობათა შეხვედრებისა და ღონისძიებების, თარჯიმან რეფერენტი თეონა თოფურია.

ჩაწერა წარმოებს წინასწარი რეგისტრაციით. კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებლად დარეკეთ მითითებულ ნომრებზე. 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები