GE
ტურიზმის მენეჯმენტის კურსი სტაჟირებით

სწავლება ონლაინ!

ტრენინგ ცენტრი NB გიწვევთ ტურიზმის მენეჯმენტის შემსწავლელ ტრენინგზე ტურისტულ კომპანია Discover Georgia-ში სტაჟირებით.
 
კურსის გავლა შეუძლიათ ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ტურისტული მენეჯმენტით, სტუდენტებსა და საკუთარი ტურისტული ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ პირებს.
 
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ ტურიზმი, როგორც ერთიანი ინდუსტრია, ტურისტული ფირმის ფუნქციონირება, ტურისტული სერვისის, ტურპროდუქტების: (ექსკურსიების, ტურების, ლაშქრობების) სახეები მათი რეკლამირება და გაყიდვა, სასტუმრო და განთავსების ინდუსტრიის სახეები და მათი ფუნქციონირება, მომხმარებელი და კონკურენტული დონე საერთაშორისო და ქართულ ტურისტულ ბაზარზე, იურიდიული და ფინანსური საკითხები ტურისტულ ბიზნესში.

ტურიზმის მენეჯმენტის თეორიულ-პრაქტიკული კურსი
  1. ტურიზმის არსი - ტურიზმის წარმოშობის მოკლე ისტორია, განმარტებები, საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმში.
  2. ტურისტული ბიზნესი - ტურისტული ფირმის (მენეჯმენტი) ფუნქციონირება, ბიზნეს გეგმის დაწერა, სამართლებრივი ფორმები და ტურისტული ბრენდი.
  3. ტურიზმი 21 საუკუნეში - მსოფლიოს თანამედროვე დაჯავშნის სისტემები. საერთაშორისო და ქართული ტურისტული ორგანიზაციები და კომპანიები, საქართველოს ტურიზმი, დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.
  4. ტურისტული ინდუსტრიის რესურსები და ინფრასტრუქტურა - სატრანსპორტო საშუალებები, ატრაქციონები, ანიმაციები, საქართველოს დაცული ტერიტორიები, თემატურიპარკები, კვების ობიექტები.
  5. ტურისტული პროდუქტი და მომსახურება:
  6. ტუროპერატინგი - ექსკურსიების და ტურების და ლაშქრობების სახეობები და მათი დაგეგმვა, მიმზიდველი და კონკურენტული ტურპროდუქტის შექმნა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზოგადი მიმოხილვა, რუკაზე მუშაობა.
  7. გიდი-გიდისთვის საჭირო მასალის მოძიება, გიდის უნარჩვევები
  8. ავიასერვისი - საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები
  9. სავიზომხარდაჭერა - სავიზო დოკუმენტაციის მომზადება, სამოგზაურო დაზღვევა
  10. სასტუმროინდუსტრია - სასტუმროს მენეჯმენტი, სასტუმროების კლასიფიკაცია, სასტუმროს სერვისი, სასტუმროს პერსონალი და მართვა.
  11. ტურიზმის მარკეტინგი - ტურისტული და სასტუმრო პროდუქტის, სერვისის რეკლამა, გასაღება. ინტერნეტმარკეტინგი ტურიზმის ბიზნესში, მარკეტინგული კვლევები, სტატისტიკა.
  12. ტურისტული კონკურენცია, როგორც საერთაშორისო ისე საქართველოს ტურისტულ ბაზარზე- კონკურენტული გარემო და მისი დონის შეფასება საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე.
  13. მომხმარებელი - ტურიზმის ბისნესში- მომხმარებლის სეგმენტაცია, ტურისტის მიზნები და მოთხოვნილობები.
  14. პერსონალის მენეჯმენტი ტურისტულ ბიზნესში - პერსონალის მართვა, მოტივაცია, კვალიფიციური პერსონალის მოძიება, გუნდური მუშაობის პრინციპები.
  15. ფინანსები და გადასახადები- ფინანსური დოკუმენტების შემუშავება, ტურპროდუქტის ფასწარმოქმნა, გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
  16. ტურისტული ხელშეკრულებები და უსაფრთხოება ტურისტულ ბიზნესში - ხელშეკრულებები პარტნიორებთან, ტურაგენტებთან და ტურისტებთან.
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები სტაჟირებას გაივლიან ტურისტულ სააგენტო DiscoverGeorgia-ში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკულად გამოიყენონ თავიანთი თეორიული ცოდნა და უშუალო მონაწილეობა მიიღონ ტურისტული სააგენტოს სამუშაო პროცესში.
 
სტაჟირების მოკლე აღწერა:
  • ტურისტული კომპანია DiscoverGeorgia-ს მიმართულებებისა და საქმიანობის დეტალური მიმოხილვა.
  • შიდა ტურის მომზადება.
  • დამოუკიდებლად ტურის ბიუჯეტირება - ყველა საჭირო კომპონენტის გავლით.
  • სასტუმროები, რესტორნები, გასართობი ცენტრები - დაკავშირება და კომპანიის გაცნობა, ხელშეკრულების გაფორმება (მინიმუმ 5 ორგანიზაცია)
  • ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული სიახლეების გაცნობა,
  • კომპანიის სახელით ერთერთი სიახლის მომზადება.
  • ლიცენზირებული და არალიცენზირებული ტურ-ოპერატორების მიმოხილვა.
  • პაკეტური ტურის ფორმირება. მომზადებული პაკეტური ტურის გაფორმება რეკლამისთვის. პრეზენტაცია ავიაბილეთების ონლაინ ვებ-გვერდების გაცნობა და შესწავლა.
  • ჯავშნის სისტემები: ავიაბილეთების ცვალებადობის და შესყიდვის გზები.
  • სავიზო აპლიკაციაზე დამოუკიდებელი მუშაობა.
  • დამოუკიდებლად 1 ევროპის ქვეყნის შერჩევა და ტურის შეკვრა: (ავიაბილეთი, ტრანსფერი, სასტუმრო, დაზღვევა)
  • გამყვანი ტურიზმის მიმოხილვა საქართველოში - სუსტი და ძლიერი მხარეები.
  • ახლო კონტაქტების დამყარება პარტნიორთან და სამომავლო თანამშრომლობის გზების განხილვა (დასაქმება, ახალიპროექტები, ინიციატივები და ა.შ.) 
კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 საათი. სწავლის პროცესში მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
 
ღირებულება: 500 ლარი ჯგუფურად (2-5 კაცი). 
ინდივიდუალურად: 700 ლარი
 
სტაჟირების ხანგრძლივობა 14 დღე, ყოველდღე დღეში 4 საათი.
სტაჟირების ღირებულება: 150 ლარი
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
 
ჩაწერა წარმოებს წინასწარი რეგისტრაციით. კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებლად დარეკეთ მითითებულ ნომრებზე. 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები