GE
პრაქტიკული ექსელის სპეც-კურსი ბუღალტრებისთვის!

კურსი სპეციალურადაა შექმნილი, როგორც მოქმედი, ასევე დამწყები ბუღალტრებისთვის, ვისაც სურთ ექსელის დახმარებით გაიმარტივონ, უფრო ეფექტური და სწრაფი გახადონ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს მათ თავიდან აიცილონ შეცდომები პროგრამის სწორი პრინციპების გამოყენებით.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც საბაზისო ცოდნა უკვე აქვს ექსელში. 

კურსის აღწერა: კურსის მსვლელობისას მსმენელები გაეცნობიან იმ ძირითად ფორმულებს, რომლებიც ბუღალტრულ საქმიანობაში აუცილებლად გამოადგებათ. აგრეთვე იმუშავებენ Rs.ge-ზე csv ფაილებით, რათა დრო არ დაკარგონ მონაცემების ხელით შევსებაზე.

import/export

  • განაცემთა ინფორმაცია;
  • საშემოსავლო;
  • ზედნადებები;
  • ა/ფ, სპეც. ანგარიშ ფაქტურები;
  • ჩგდ-ები.

პროგრამის აღწერა:

  • მონაცემების მრავალდონიანი დალაგება, ფილტრაცია რთული ფილტრის გამოყენებით;
  • სხვადასხვა ტიპის მონაცემებთანთან, ვალუტასთან, თარიღებთან მუშაობა;
  • ფუნქცია IF - ლოგიკური ოპერატორი, უჯრის დამაგრება;
  • მონაცემების დამუშავება, ფორმატირება, რეპორტინგი, სათაურების გაყინვა, სათაურების გამეორება ბეჭდვისას;
  • ბანკის ამონაწერებთან მუშაობა, ამონაწერების და ბუღალტრული მონაცემების შედარება;
  • უნიკალურ კოდებთან მუშაობა ფორმულებით find, left, mid, right;
  • ფორმულები შემაჯამებელი რეპორტების გასაკეთებლად, სხვადასხვა პერიოდებით sumifs, countifs, averageifs;
  • ცხრილების დამუშავება, მონაცემების გადატანა Vlookup ფუნქციით;
  • ბუღალტრულ ფორმებთან მუშაობა: ხელფასის უწყისი (საპენსიოს გათვალისწინებით), ცვეთის კალკულაცია.
  • მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მასალით.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერტიფიკატი!

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 შეხვედრა
შეხვედრის ხანგრძლივობა: 3 სთ. (10-15 წთ. შესვენებით)
მსმენელების რაოდენობა ჯგუფში: 5-6 მსმენელი   
სწავლების გრაფიკი: შაბათი, 10:00-13:00 სთ. ან 14:00:17:00 (არჩევით)
კურსის ღირებულება: 65 ლარი.

რეგისტრაცია: რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია დარეკვა და წინასწარ ჩაწერა „ოქსფორდის აკადემიის“ ადმინისტრაციასთან და კურსის ღირებულების წინასწარ ჩარიცხვა.

საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
მიმღების დასახელება - შპს. ოქსფორდის აკადემია
ანგარიშის ნომერი - GE74TB7991236020100001 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები