იტ ქსელი + პრაქტიკები
ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას იტ ქსელის სასწავლო კურსზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 თებერვალი
კურსის ხანგრძლივობა: 1.5 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია
სწავლის ღირებულება: 300 ლარი
სწავლა დაიწყება 4 თებერვალს (19:30-ზე)
გაიცემა სამი სერტიფიკატი:
- Cisco CCNA – Introduction to Networks
- Network Essentials
- Next-ITnetwork
ზოგადი ინფორმაცია:
- კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
- მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან (Router) და კომუტატორებთან (Switch);
- მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
- დავალებები და პრაქტიკული სამუშაოები აგებულია მცირე და საშუალო ზომის ქსელებში გამოყენებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით;
- კურსის განმავლობაში ჩატარდება სამი 8 საათიანი (ჯამში 24 საათი) პრაქტიკა; მოხდება ტოპოლოგიების აწყობა, Cisco-ს, MikroTik-ისა და TP-Link-ის მარშრუტიზატორების ინსტალაცია კონფიგურაცია, უსაფრთხოებების ჩართვა და ა.შ;
- კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
- კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი
სასწავლო კურსის პროგრამა:
- ქსელის მიმოხილვა, რესურსების გადაცემა ქსელში; LAN, WAN და Internet ქსელები;
- ქსელური მედია, კაბელები, ტოპოლოგიები, ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები;
- ქსელის დაყოფა დონეებად, OSI მოდელი, TCP/IP მოდელი;
- ქსელური მედია საშუალებები: სპილენძის კაბელი, UTP კაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, უკაბელო შეერთება;
- სამონტაჟე ინსტრუმენტები (Crimping Tool, Punch Down Tool, Lan Cable Tester) და მათი გამოყენება;
- ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
- არხის დონის პროტოკოლები, არხის დონის ფრეიმი; Ethernet-ი, MAC მისამართი, ფრეიმის დამუშავება;
- ქსელური დონე, პროტოკოლები, IP პროტოკოლის მახასიათებლები, IPv4 პაკეტი;
- IPv6 პაკეტი (IPv6 -ის ენკაპსულაცია, IPv6 Header, Header Fields);
- მარშრუტიზაცია (Routing): Default Gateway, IPv4 და IPv6 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი;
- როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი (IPv4 როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი);
- IPv4 მისამართის სტრუქტურა, IPv4 ქვექსელის ნიღაბი, IPv4 მისამართების ტიპები;
- ქსელის კონფიგურაცია Windows/linux სისტემაში;
- IPv6 დამისამართება, IPv6 მისამართების ტიპები, IPv6 Unicast, Multicast მისამართები;
- IPv4 და IPv6 ქსელების ქვექსელებად დაყოფა;
- ტრანსპორტის დონე (Transport Layer), TCP და UDP პროტოკოლების მიმოხილვა;
- გამოყენებითი დონე, გამოყენებითი დონის პროტოკოლები (DNS, DHCP, SMTP, POP, IMAP);
- მარშრუტიზატორების (Router) აგებულება, გარე პორტები, LAN და WAN ინტერფეისები, ოპერაციული სისტემა;
- Cisco მარშრუტიზატორის და კომუტატორის კონფიგურაცია, ინტერფეისების კონფიგურაცია;
- სტატიკური და დინამიური მარშრუტები, სტატიკური მარშრუტების კონფიგურაცია;
- DHCP პროტოკოლის კონფიგურაცია მარშრუტიზატორზე;
- NAT-ის განხილვა და კონფიგურაცია;
- Access List (ACL) კონფიგურაციები;
- მარშრუტიზატორის კონფიგურაცია გრაფიკული ინტერფეისით (TP-Link, D-Link);
- უკაბელო ქსელი (Wireless); უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების კონფიგურაცია;
- MikroTik როუტერის განხილვა და კონფიგურაცია;
- ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა; Ping, Traceroute, Debug, CDP და Show ბრძანებების დეტალური ანალიზი;
- კაბელებთან, ინტერფეისებთან, მოწყობილობებთან და სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება;
- Command Prompt-ის ქსელურ ბრძანებებთან მუშაობა (Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup)
- ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება (Microsoft Network Monitor, Nagios, Advanced IP Scanner, Wireshark და ა.შ.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს