GE
ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე მიღება გამოცხადდა!
საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში AUBG აცხადებენ კონკურს 2020 სასწავლო წლისათვის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
  • ბიზნეს ადმინისტრირება
  • ეკონომიკა
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • ევროპათმცოდნეობა
  • ისტორია და ცივილიზაციები
  • ინფორმაციული სისტემები
  • ჟურნალისტიკა / მასობრივი კომუნიკაცია
  • მათემატიკა
  • პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
  • ლიტერატურა
  • ფსიქოლოგია
  • ფიზიკა
  • და  პროგრამა, რომელსაც თავად  ქმნით.   
უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
 
სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს გადაეცემათ ორი დიპლომი - ამერიკული და ევროპული.

საგანაცხადო ფორმის და მოთხოვნილი საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2020  წლის 1-ლი მარტი.  
 
აპლიკანტებს, რომლებსაც  2020 წლის 1-ლ მარტამდე არ ექნებათ ჩაბარებული ინგლისური ენის რომელიმე ოფიციალური ტესტი (iBT TOEFL, IELTS, ECPE, PTE Academic, DET, etc.)  შეუძლიათ 2019 წლის 20 დეკემბრამდე შეავსონ და გაგზავნონ ონლაინ საგანაცხადო ფორმა და დარეგისტრირდნენ Free PBT ITP TOEFL -ის ტესტზე, რომელსაც უნივერსიტეტი 2020 წლის იანვარში უფასოდ ჩაატარებს კონკურსანტებისათვის თბილისში.
 
ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს როგორც სასწავლო გრანტებს, ასევე უნივერსიტეტის ფინანსურ დახმარებას და საბანკო სესხებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც (როგორც ტრანსფერ სტუდენტებს).

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდით საერთაშორისო განათლების ცენტრს. 
 
ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს 15:00 საათზე
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები