GE
სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა - სწავლა დოსტანციურად!
,,VIP Imtellect Group” გთავაზობთ ტრენინგს: ,,სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა“!

კურსის მიზანია: სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს თანამედროვე მოთხოვნების პირობებში კვალიფიციურ ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის, სადაზღვევო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის კონტროლის მენეჯერები, ექსპერტები, პროგრამის კოორდინატორები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები და ა.შ.

მოდულირებული პროგრამა მოიცავს: მიმდინარეობს ქართულ ენაზე ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები.

კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

მოდულში გაერთიანებულია:
  1. ჯანდაცვის მენეჯმენტის ზოგადი დებულებები და სამედიცინო ხარისხი: ხარისხის კონტროლის მიზანი; ხარისხის მართვის ერთეულის ფუნქციები; პერიოდული მონიტორინგი და კონტროლი; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფა; ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა; ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკა; სამედიცინო სტატისტიკა; ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა (ხარისხის მართვის) სისტემა; პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასება, მონიტორინგი და ანალიზი; ტესტირების კითხვარის შედგენა; პაციენტთა უსაფრთხოების წესები; რეჰოსპიტალიზაციის და მრავალჯერადი ჰოსპიტალიზაციის; სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის მაჩვენებლები.
  2. კლინიკის ადმინისტრირება, ჯანდაცვის კანონმდებლობა, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი ...
  3. ეთიკური საკითხების განხილვა: ლეტალური გამოსავალი; პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება; სამედიცინო შეცდომა/სამედიცინო გადაცდომა; ნოზოკომიური ინფექცი(ებ)ის დადასტურებული შემთხვევა; პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი;
პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.
 
პროგრამის ხანგრძლივობა:
კურსი მოიცავს: 8 ლექცია
კურსის ღირებულება: 300 ლარი
 
ოთშაბათს, 18 დეკემბერს 19 საათზე ტარდება პირველი ლექცია.
 
ტრენერი - ანა სხვიტარიძე - ექიმი, ექსპერტი, MD.PhD. კლინიკა ,,პრემიუმ მედსერვისის“ დირექტორი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები