GE
კურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის
,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა“ აცხადებს მიღებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის.
 
კურსი განკუთვნიაროგორც სტუდენტებისთვის, ასევე მოქმედი იურისტებისთვის, (პოლიციელი, გამომძიებელი, ადვოკატი, პროკურორი) ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს არასრულწლოვნების სპეციალიზაციით.
 
კურის ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. გორი;

კურსის ფარგლებში განხილული იქნება:
  • „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“; 
  • „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები“;
  • „დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვა (NICHD  სტრუქტურირებული პროტოკოლი)“;
  • „ანტისოციალური ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტები“,
  • „ძალადობა ბავშვზე და მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე“.
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპები განხილული იქნება ჩამოთვლილ კანონთა ფარგლებში: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ მოდელური კანონი; პეკინის წესები; ევროპული წესები; გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, დამატებითი ოქმი; ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები; არასაპატიმრო ზომების შესახებ გაეროს მინიმალური წესები (ტოკიოს წესები); გაეროს რეზოლუცია; „ბავშვები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება: რეკომენდაციები გაუმჯობესებისთვის(სტრასბურგი); ლანსაროტის კონვენცია (“The Lanzarote Convention”); ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები; საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (ICCPR) (1966); აფრიკული კონვენცია ადამიანის და ხალხის უფლებების შესახებ (1982); ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია (ACHR) (1969); ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR) (1950); ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (Committee of Ministers to member States concerning new ways of dealing with juvenile delinquency and the role of juvenile justice).
ცოდნა და გაცნობიერება: აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ მსმენელი მზად იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდის ჩასაბარებლად. ღრმად გაერკვევა სამართლის ნორმის შეფარდების მეთოდებში, ეცოდინება სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მოცემული ნორმების ახსნა-განმარტების ხერხები და მეთოდები, ანალოგიის პრინციპები. მას შეეძლება ამ მიმართულებით ანალიტიკური სამუშაოების შესრულება, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება არასრუწლოვნებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარების გზებზე. აღნიშნული სასწავლო დისციპლინა მსმენელს დაეხმარება საკანონმდებლო მასალის ინტერპრეტირებაში და იმ ძირითად ღირებულებათა პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოსაყენებაში, რომელთაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ითვალისწინებს. შემოთავაზებული კურსი იურისტებს დაეხმარებათ დახვეწონ პროფესიული ეთიკის სტანდარტები!

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა“-ს სერტიფიკატი.
 
კურსი მოიცავს  18 სატრენინგო საათს (6 ტრენინგი, 3 საათიანი);
სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 110 ლარს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები