GE
დისტანციური აკადემია - Frontend ვებ-პროგრამირება

Frontend ვებ-პროგრამირება

ისწავლეთ HTML5, CSS3 და JavaScript ერთად ერთ კურსში და გახდით წარმატებული frontend დეველოპერი 6 თვეში!

IT აკადემია STEP-ის საერთაშორისო ექსპერტებმა და მეთოდისტებმა შეადგინეს 6 თვიანი ონლაინ სასწავლო პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ პროფესიონალი Frontend Web Developer დიდი და მნიშვნელოვანი პროექტებით!

დღეს, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პროგრესის ერაში ნებისმიერი – დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა, ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს. ინტერნეტ სივრცეში წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ვებგვერდი წარმოადგენს. 

ხვდებით, რომ ერთადერთი ფუნქციონალი ვებ აპლიკაციის, რომელთანაც მომხმარებელი პირდაპირ ურთიერთობს არის ვებ-გვერდის მეშვეობით?

დღევანდელი მომხმარებელი ბევრს მოელის ვებ-გვერდისგან: იგი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად, აწვდიდეს სასურველ სერვისს და კომფორტული იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან შესვლისას.

  • როგორ შევქმნათ მიმზიდველი ვებგვერდი?
  • როგორ გავხადოთ გვერდი ადვილად წაკითხვადი და მომხმარებლისთვის ინფორმატიული?
  • როგორ მოვახდინოთ შინაარსის სტრუქტუირება და მისი განვითარება ვებგვერდზე?
  • როგორ შევქმნათ გვერდი, რომელიც ნებისმიერი მოწყობილობიდან, პორტატული კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან, მობილური ტელეფონიდან, სრულყოფილად იხსნებოდეს და მორგებული იყოს ვებ ბროუზერების ფართო სპექტრზე?
  • როგორ შევქმნათ დინამიური და ინტერაქტიული გვერდები?
  • როგორ შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთგვერდიანი თანამედროვე ლენდინგ გვერდები?
  • როგორ გავხადოთ ჩვენი გვერდი ინტერნეტში ძებნადი?
  • როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენს მიერ შექმნილი გვერდი ინტერნეტსივრცეში

თუ გსურთ გაეცნოთ FrontEnd დეველოპერულ საიდუმლო ფორმულას, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი დეველოპერი, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:

  • ციფრული წიგნიერების საფუძვლებს
  • როგორ მუშაობს ვებსივრცე, მისი ფუნქციონირების პრონციპები
  • რა არის სერვერი და ჰოსტინგი
  • ვისუალური დიზაინის საფუძვლებს, UI/UX
  • HTML5 ჰიპერტექსტური მარკირების ენას
  • CSS3 სტილების კასკადური ცხრილების გამოყენებას
  • Bootstrap 4 კლიენტის მხარის ფრეიმვორქს
  • Javascript პროგრამირების ენას მიდი პროცედურული და ობიექტზე ორიენტირებული მხარით. ბიბლიოთეკა Jquery და მის Framework ენებს: Ajax, Json, TypeScript, Angular 8
  • ისწავლით თუ როგორ ჩააშენოთ თქვენს Web გვერდზე ტექნოლოგია Google map, Faceboob Apk, Google analytics
  • პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:
  • შექმნათ სხვა თანამედროვე დიზაინის, სხვადასხვა ბიზნეს პროცესებზე მორგებული ვებგვერდები და ვებპროგრამები
  • შექმნათ მომხმარებლის ქცევაზე და კომფორტზე მორგებული გვერდები.
  • გამოიყენოთ ვებ ინსტრუმენტები საიტების დაყენებისა და მართვისთვის.
  • მიღებთ Frontend ვებპროგრამირების პროფესიულ გამოცდილებას
  • შეისწავლით Backend პროგრამირების საფუძვლებს

დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად პროგრამისტები იძულებული არიან შეისწავონ პროგრამირების რამოდენინიმე ენა, რადგან ერთი უნივერსალური  არ არსებობს. არსებული სასწავლო პროგრამა საშუალებას მოგცემთ ეზიაროთ პროგრამირების საწყისებს და დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღოთ გაარძელოთ მოღვაწეობა ვებპროგრამისტის პროფესიით თუ ჩაეფლოთ პროგრამირების უკიდეგანო სამყაროში უფრო მეტი პროფესიების და უნარების შესაძენად.

პროგრამის ხანგრძლივობა:

დისტანციური სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, რომელიც მოიცავს როგორც ასინქრონული, ისე სინქრონული დისტანციური სწავლების ფორმებს და გრძელდება 6 თვე

ასინქრონული სწავლებისთვის გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო მოდული ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალის, ტესტების საშუალებით.

სინქრონული ონლაინ სწავლებისას კვირაში 2 ჯერ 3-3 საათიანი ონლაინ ლექცია ჩატარდება 6 თვის მანძილზე, სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ მენტორს ექნებათ აქტიური ინტერაქციის საშუალება. პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

კურსი განკუთვნილია:

  • ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც სურს დაეუფლოს ახალ მომავლის პროფესიას
  • მათთვის ვისაც სურს შედარებით მოკლე დროში დაეუფლოს პროფესიას და დასაქმდეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
  • მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, ვისაც უნდა თავისი კომაპნიისთვის ნაკლები დანახარჯებით მომგებიანი გვერდის შექმნა
  • სტარტაპერებისთვის ვისაც უნდა თავისი სტარტაპისთვის ლენდინგ გვერდის ანდ ვებაპლიკაციის შექმნა
  • აბიტურიენტებისთვის
  • სტუდენტებისთვის,
  • მათთვის ვისაც სურთ პროგრამის დაწერა და მიმზიდველი ვებ-საიტის გაკეთება
  • დამწყები პროგრამისტებისთვის, ვისაც სურს, თავისი მომავალი დაუკავშიროს ვებპროგრამირებას
  • მათთვის ვისაც უყვარს კოდირება და პროგრამირება

კურსი არ მოითხოვს პროგრამირების საბაზისო ცოდნას და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია. პროგრამა აგებულია რეალურ პრაქტიკულ ამოცანებზე, რომლის განმავლობაშიც თქვენ შექმნით თქვენს პროფესიონალურ პორტფოლიოს.

აკადემია თავის მხრივ იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზე.

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

საინფორმაციო ტექნოლოგიებმა სრულად გარდაქმნეს ჩვენი ცხოვრება ისე, რომ შესაძლოა ვერც კი ვაცნობიერებდეთ ამას. კომპიუტერები მძლავრი და ფასდაუდებელი საშუალებებია, რომელიც ეხმარება ხალხს სამუშაოს შესრულებაში და საშუალებას გვაძლევს დავუკავშირდეთ ერთმანეთს. გვიჩნდება კითხვა რა არის IT ინდუსტრია? რა სპეციალობებს მოიცავს ის? 

IT სპეციალობა გულისხმობს საზოგადოებაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოსა და რესურსების სპექტრს. ამ სფეროში ერთიანდება მრავალი სხვადასხვა სამუშაო და სპეციალობები:

  • ქსელის ინჟინერი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერების ერთმანეთთან კომუნიკაციას, 
  • აპარატურის ტექნიკოსი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერის კომპონენტების ჩანაცვლებას და შეკეთებას, 
  • IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) მხარდაჭერის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს, საბოლოო მომხმარებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის სათანადოდ გამოყენებას. 

IT აკადემია "სტეპი" IT-განათლების ინდუსტრიაში 1999 წლიდან მუშაობს. ჩვენ ვიცით, რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს, როგორი ცოდნა და სამუშაო უნარჩვევები სჭირდება თანამედროვე პროფესიონალს როგორც დღეს, ასევე უახლოეს მომავალში - ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ერაში. 

ჩვენმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს CompTIA A + ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საწყისი სასწავლო პროგრამა, რომელშიც შეისწავლით კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფას. 

არ აქვს მნიშვნელობა, ეძებთ საწყისი დონის სერტიფიკატს თქვენი პირველი IT კარიერის დასაწყებად, თუ გსურთ გაიკვალოთ გზა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თითქმის ყველა სფეროში: კომპიუტერული ქსელების მართვაში, სისტემის ადმინისტრირებაში, კიბერუსაფრთხოებასა და პროგრამირებაში, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:

  • აპარატურის კომპონენტების და მოწყობილობების იდენტიფიცირება, გამოყენება და დაკავშირება.
  • ოპერაციულ სისტემებს
  • პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემის ინდენტიფიცირებას
  • კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობა
  • ქსელური აპარატურის და ქსელის პრობლემების მოგვარებასა და უსაფრთხოებას
  • მობილური მოწყობილობებს
  • ვირტუალიზაციას და ღრუბლოვან სისტემებს

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გააცნობიეროთ, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერული სისტემები 
  • ააწყოთ კომპიუტერი ნულიდან
  • აარჩიოთ და დააყენოთ კომპიუტერზე ოპერაციული სისტემა 
  • გააცნობიეროთ თუ რა არის ინტერნეტი, როგორ მუშაობს იგი და რა გავლენა აქვს მას თანამედროვე სამყაროზე 
  • გაიგოთ თუ როგორც ქმნიან პროგრამებს და როგორ მუშაობენ ისინი კომპიუტერში 
  • გამოიყენოთ გავრცელებული პრობლემის გადაწყვეტის მეთოდოლოგიები 
  • შეიძინოთ მოქნილი უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • გააცნობიეროთ თუ როგორ მუშაობენ ყველაზე გავრცელებული ინფრასტრუქტურული სერვისები, რომლებიც აწარმოებენ ორგანიზაციის ფუნქციონირებას
  • შეარჩიოთ და მართოთ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც თქვენი ორგანიზაცია გამოიყენებს
  • გამოიყენეთ სისტემების ადმინისტრირების ცოდნა IT გარემოსთვის პროცესების დაგეგმვისა და გაუმჯობესების მიზნით

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ სამუშაო ადგილის პოვნას შემდეგ პოზიციებზე:

  • სერვისის ანალიტიკოსი
  • პირველი ხაზის ტექნიკოსი
  • ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
  • IT სფეროს მომსახურების ტექნიკოსი
  • ქსელის ასოცირებული ინჟინერი
  • მონაცემთა მხარდაჭერის ტექნიკოსი
  • სისტემური ადმინისტრატორი
  • საბოლოო მომხმარებლის კომპიუტერული ტექნიკოსი
  • დახმარების მაგიდის ტექნიკოსი
  • სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი

სწავლების ფორმა
 
სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე, ინოვაციური შერეული დისტანციური სწავლების მეთოდზე, რომელიც მოიცავს  როგორც  ასინქრონული, ისე სინქრონული დისტანციური სწავლების ფორმებს.
 
ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება  ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან. 

სინქრონული დისტანციური მეთოდის დროს – ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში,  სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ პედაგოგს ექნებათ აქტიური მუშაობის და ურთიერთობის საშუალება ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოები ფიზიკურ სივრცეში - აკადემიის ლაბორატორიაში განვლილი თეორიული მასალის შესაბამისი პრაქტიკული სავარჯიშოები
შერეული სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. 

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა:

  • IT მხარდაჭერის სპეციალისტის სასწავლო პროგრამა გრძელდება 6 თვე 
  • შედგება: 126 GLH-საგან (პედაგოგის მიერ ჩატარებული სინქრონული ონლაინ საათებისგან), რომელიც ჩატარდება კვირაში 2-ჯერ 3-3საათი და 17,5 სთ ასინქრონული ვიდეო გაკვეთილებისაგან, ასევე 30 საათი პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოებისგან. 

ღირებულება:

  • შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით განვადების შემთხვევაში სტანდარტული ფასის 347ლარის ნაცვლად 283 ლარი თვეში, სრული 6თვის ღირებულება 2082 ლარის ნაცვლად გამოდის 1698 ლარი. 
  • რეკომენდირებული ონლაინ აკადემიის სასწავლო პროგრამები: Frontend ვებ-პროგრამირება - ვებგვერდების შექმნა

კურსი განკუთვნილია:

  • ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას
  • მათთვის ვისაც სურს მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმება
  • აბიტურიენტებისთვის
  • სტუდენტებისთვის 

პროგრამა აგებულია რეალურ პრაქტიკულ ამოცანებზე, რომლის განმავლობაშიც თქვენ შეიძენთ IT მხარდაჭერის სპეციალისტისთვის საჭირო ყველა უნარჩვევას და პრაქტიკულ გამოცდილებას..
აკადემიის პროფესიული ზრდისა და განვითარების სამსახური თავის მხრივ იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზე.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები