GE
საგადასახადო კოდექსის სრული კურსი

საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი ცვლილებების გათვალისწინებით, თეორიისა და პრაქტიკის შერწყმით - მოქმედი და დამწყები ბუღალტრებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

სასწავლო ცენტრი “აიელსი” სამშაბათიდან, 7 ივლისიდან, ჩვეულებრივ, დასწრებული ფორმით ოფისში და ასევე ონლაინ  რეჟიმში აგრძელებს მსმენელების მიღებასა და მეცადინეობებს.

თუ თქვენ ხართ დამწყები ან პრაქტიკოსი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი, აუდიტორი, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს წარმომადგენელი, მეწარმე ან უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული პირი ჩვენი კურსი დაგეხმარებათ კარგად გაერკვეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ყველა ნიუანსში, პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლოთ ყველა მუხლის მოქმედების არეალი. 

კურსს უძღვებიან: მირიან გაბუნია, თეა გორგოძე

მირიანი გაბუნია საგადასახადო აუდიტის სფეროში ერთ-ერთი აღიარებული აუდიტორია. საგადასახადო და დაბეგვრის სფეროში მას იცნობენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის მქონე აუდიტორს ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით, რომელსაც ასევე გაჩნია მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება ძირეულად ფლობს ნებისმიერი ბიზნესკომპანიის საქმიანობის საგადასახადო სპეციფიკასა და ნიუანსებს.

თეა გორგოძე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მთავარი ოფიცერი, საგადასახადო სფეროში ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური სპეცილისტია მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით.

სასწავლლო პროგრამა მოიცავს საგადასადო კოდექსის ყველა თემას:

  • პრაქტიკულ ამოცანებს და სიტუაციურ მაგალითებს;
  • ასევე, მაგალითებს საგადასახადო ორგანოების მხრიდან განხორციელებული დარიცხვის პრაქტიკის მიხედვით და ასეთ დროს საჭირო მიდგომებს;
  • საქონლის, კაპიტალის, სახმარი ღირებულების, თვითღირებულების და სხვა საკითხებს; 
  • გადასახადის გადამხდელის სამართლებრივ დაცვას, მის უფლებებსა და ვალდებულებებს, გადასახადებს, დაბეგვრის რეჟიმებს, საგადასახადო აღრიცხვის წესებს, დეკლარირების ვადებსა და წესებს, კონტროლის მექნიზმებს და ა.შ.   

ლექციები ინტერაქტიურია და მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს, ყველა ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანას და რაც მთავარია, თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიკაციურ კონსულტაციებს და პრაქტიკულ რჩევებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სირთულის საკითხებზე 

კურსის ხანგრძლივობა: 40 საათი
სალექციო დრო: სამუშაო დღეებში 19:00. შაბათ-კვირას შეთანხმებით.
კურსის ღირებულება: 430 ლარი (ჯგუფში 3-6 მოსწავლე)

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები