GE
ისტორიის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა ისტორიაში:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი, სპეციალობა: ისტორია
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
საკონტაქტო პირი: გვანცა ბურდული; ტელ: 555 99 96 85
 
საბაკალავრო საგანამანთლებლო პროგრამა ,,ისტორია“  მიზნად ისახავას  ისტორიის სპეციალისტების მომზადებას, კერძოდ კი პროგრამის მიზანია  სტუდენტებს მისცეს საფუძვლიანი და ღრმა ცოდნა საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის ყველა პერიოდის (უძველესი დროიდან დღემდე) შესახებ.
 
პროგრამა მიზნად ისახავს აგრეთვე სტუდენტის სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და მის მომზადებას პრაქტიკული საქმიანობისა და მაგისტრატურისთვის. 
 
სასწავლო პროგრამის ფორმატი მოიცავს ლექციებს, სასემინარო მუშაობას, პრეზენტაციებს სტუდენტურ კონფერენციებსა თუ სხვა აქტივობებს.  პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური და მოწვეული პედაგოგიური პერსონალი (მეცნიერ-მკვლევარები). საბაკალავრო პროგრამაში წარმოდგენელია, როგორც ძირითადი სპეციალობის საგნები, ასევე პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს დამატებითი მოდულის (სპეციალობის) არჩევის საშუალებას.
 
აკრედიტებულია - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს #177 გადაწყვეტილება
 
მიზანი:
საბაკალავრო პროგრამის მიზანია, ზოგადჰუმანიტარული და ზოგადისტორიული ცოდნის შეძენის პარალელურად, მომზადდეს ისტორიის სპეციალისტები. პროგრამა მიზნად ისახავს აგრეთვე სტუდენტის სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და მის მომზადებას პრაქტიკული საქმიანობისა და მაგისტრატურისთვის. 
 
კერძოდ: საბაკალავრო პროგრამის შესწავლა სტუდენტებს შესძენს ფართო ცოდნას ისტორიოგრაფიაში. შეეძლება ისტორიის მრავალმხრივი და სპეციალიზებული თეორიული და პარაქტიკული ცოდნის შეძენის საფუძველზე, პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობის გაცნობიერება.
 
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება:
 
სტუდენტები იძენენ მეცნიერულ ცოდნას მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიის ძირითად ეტაპებზე, კაცობრიობის ისტორიის განვითარების კანონზომიერებაზე. ეცნობიან ტრადიციული და თანამედროვე გამოკვლევების სამეცნიერო მიღწევებს.
 
სტუდენტებს უმტკიცდებათ ისტორიული აზროვნება. ეჩვევიან სამეცნიერო ისტორიულ ლიტერატურაზე მუშაობას, იძენენ ისტორიული მასალებისა და წყაროების, საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტებისა და მოვლენების კრიტიკული, შედარებითი ანალიზის უნარს, ისტორიული წარსულის, მნიშვნელოვან საკითხებზე თავისი პოზიციის გამოხატვისა და დასაბუთების ჩვევებს.
 
სტუდენტებს უყალიბდებათ ისტორიკოსის ეროვნული პოზიცია,ამავე დროს უცხო ენის საფუძვლიანი ცოდნა მას საშუალებას მისცემს გააცნობიეროს მსოფლიოში არსებული ტრადიციული და ახალი ისტორიოგრაფიული სკოლების მიღწევები.აცნობიერებენ, რომ  ისტორია ეროვნული ბრძოლის ასპარეზსაც წარმოადგენს _ ასე იყო წარსულშიც, ასე იყო XX საუკუნის სინამდვილეშიც, ასეადღესაც;  ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლეებსა  და საზოგადოების და ისტორიის გამოცდილება; 
 
სტუდენტები ეუფლებიან კომპიუტერულ და ინტერნეტ რესურსებს, ფლობენ ინფორმაციის მოძიების საშუალებებს, იღრმავებენ უცხო ენების ცოდნას.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
შეეძლებათ შემეცნებითი და პრაქტიკული უნარების ფართო სპექტრის გამოყენებით ისტორიის სხვადასხვა საკითხის შემოქმედებითად შესწავლა. უფართოვდებათ სოციალურ-პოლიტიკური აზროვნების ჰორიზონტი. იძენენ სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობის უნარს, რომლის გამოყენებით შეძლებენ საბაკალავრო ნაშრომის დაწერას და სხვა რეფერატული მოხსენების მომზადებას.
 
დასკვნის გაკეთების უნარი: კურსდამთავრებულებს შეეძლებათ: მკაფიოდ გამოკვეთილი პრობლემების ამოცნობა, მათი გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება და ანალიზი, შეეძლება ისტორიოგრაფიისა და სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში შეძენილი ძირითადი თეორიების და პრინციპების კომპლექსურად გამოყენები, განსხვავებული ხასიათის მონაცემების შეგროვება და განმარტება, აგრეთვე ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებათა ანალიზი და სტანდარტული და შესაბამისი მეთოდების გამოყენებით დასაბუთებული დასკვნის გამოტანა.
 
კომუნიკაციის უნარი: ბაკალავრიატის სტუდენტს ექნება უნარი ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის გამოყენებით შეძლოს თავისი ხედვა წარმოადგინოს  ზეპირად და წერილობით სპეციალისტების და არასპეციალისტების წინაშე, შეძლებს პრეზენტაციაზე საკუთარი მოსაზრებების დაცვას და არგუმენტირებულ დასაბუთებას, შემოქმედებითად გამოიყენებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.
 
სწავლის უნარი:
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ: საკუთარისწავლის მიმართულების განსაზღვრა ცვალებად და გაუთვალისწინებელ ვითარებაში. სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად გააზრება, შეფასება, დასკვნის გამოტანა და შემდგომი სწავლების გაგრძელების საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრა, შეეძლება სწავლის გაგრძელება საგანმანათლებლო პროგრამის მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში.
 
ღირებულებები:
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
  • პროფესიული საქმიანობა წარმართონ პიროვნული ღირებულებების (სიზუსტე, პუნქტუალობა, ობიექტურობა, გამჭვირვალობა, ორგანიზებულობა და სხვ.) დაცვით;
  • დებატებში ჩართვა და სხვისი აზრის პატივისცემა;
  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გააზრება; განსხვავებული კულტურული და რელიგიური ღირებულებების პატივისცემა; ახალი, გლობალიზაციის ეპოქისათვის დამახასიათებელი ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათი გააზრება.
  • პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელ ღირებულებებთან (ისტორიოგრაფიაში წარმოდგენილ შეხედულებებთან, ძირითად პრობლემებთან), საკუთარი და სხვათა დამოკიდებულების შეფასება და სხვებისათვის გაზიარება.
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა.
 
საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
 ბაკლავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღება სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები.
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
ახსნა-განმარტებითი მეთოდი, შემთხვევის ანალიზის მეთოდი, გონებრივი იერიშის მეთოდი, დემონსტრირების მეთდი, წერითი მუშაობის მეთოდი, წიგნზე მუშაობის მეთოდი, პრაქტიკული მეცადინეობა პრეზენტაცია სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობა /კონსულტაცია/.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები