GE

მელიქიშვილის 18,                           ტელ.: (+995) 599 13 17 91           ელ-ფოსტა: unikoacademy@gmail.com
ბარნოვის №3,                                                (+995) 558 10 13 36           ვებ-გვერდი: www.uniko.ge
წერეთლის გამზირი №1                              (+995) 574 02 11 00           ფეისბუკი: goo.gl/8r5TjJ
                                                                          (+995 32) 2 22 67 03

მეტი
ქართული ენა უცხოელებისათვის
მათ ვისაც სურს, სახელმწიფო ენის დაუფლება, დახვეწა და სრულყოფა, ვთავაზობთ ქართული ენის სწავლების სრულ კურსს.
 
კურსის გავლა შესაძლებელია თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.
 
ენას შევასწავლით როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასევე საქართველოს არაქართულენოვან მოსახლეობას.
 
სწავლება მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად, მსმენელისათვის, მისი შესაძლებლობებიდან და ცოდნის დონიდან გამომდინარე შემუშავებული იქნება ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა და სწავლება წარიმართება რამდენიმე  ეტაპად:
  • პირველი ეტაპი მოიცავს წერა-კითხვის სწავლებას, ასევე მსმენელი დააგროვებს გარკვეულ ლექსიკურ მარაგს, რომელიც აუცილებელია ყოველდღიური მარტივი კომუნიკაციისათვის. შეძლებს მარტივი წინადადებების აგებას და გამოთქმას, ჩამოუყალიბდება მოსმენილის გაგებისა და გააზრების უნარი.
  • მეორე ეტაპზე მსმენელთან მუშაობა წარიმართება თავისუფლად მეტყველების უნარების ჩამოსაყალიბებლად, იგი შეძლებს თავისუფლად საუბარს, აითვისებს ქართული გრამატიკის ძირითად საფუძვლებს, მოხდება მეტყველების დახვეწა და ლექსიკის კიდევ უფრო გამდიდრება.
  • მესამე ეტაპზე მსმენელის სურვილის მიხედვით მოხდება ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიულ-კულტურული წარსულის გაცნობა და შესწავლა.
სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები აპრობირებული პროგრამები და სახელმძღვანელოები. 
 
კურსს გაუძღვება პროფესიონალი პედაგოგი.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი აპრილი 2024
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები